კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ესაია »
ესაია 1
ესაია 2
ესაია 3
ესაია 4
ესაია 5
ესაია 6
ესაია 7
ესაია 8
ესაია 9
ესაია 10
ესაია 11
ესაია 12
ესაია 13
ესაია 14
ესაია 15
ესაია 16
ესაია 17
ესაია 18
ესაია 19
ესაია 20
ესაია 21
ესაია 22
ესაია 23
ესაია 24
ესაია 25
ესაია 26
ესაია 27
ესაია 28
ესაია 29
ესაია 30
ესაია 31
ესაია 32
ესაია 33
ესაია 34
ესაია 35
ესაია 36
ესაია 37
ესაია 38
ესაია 39
ესაია 40
ესაია 41
ესაია 42
ესაია 43
ესაია 44
ესაია 45
ესაია 46
ესაია 47
ესაია 48
ესაია 49
ესაია 50
ესაია 51
ესაია 52
ესაია 53
ესაია 54
ესაია 55
ესაია 56
ესაია 57
ესაია 58
ესაია 59
ესაია 60
ესაია 61
ესაია 62
ესაია 63
ესაია 64
ესაია 65
ესაია 66

« ესაია 22 [BIB - xx] »
22:1 სიტყუა ჴევისა სიონისა: რაჲ იქმნა შენდა აწ, რამეთუ აღხუედით ყოველნი ერდოებთა ამაოთა?
22:2 აღივსო ქალაქი მღაღადებელთაგან, ქალაქი მოზახული, წყლულნი შენნი არა წყლულნი მახჳლისანი, არცა მკუდარნი შენნი მკუდარნი ბრძოლისანი.
22:3 ყოველნი მთავარნი შენნი წარივლტნეს ერთბამად მშჳლდისა მიერ, და წარსხმულნი ფიცხლად შეკრულნი არიან, და შემძლებელნი შენ შორის შორად წარივლტოდეს.
22:4 ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა,
22:5 რამეთუ დღე შფოთებისა და წარწყმედისა და დათრგუნვილებისა და შეცთომილებისა უფლისა მიერ საბაოთისსა; შორის ჴევსა სიონისასა სცთებიან მცირითგან ვიდრე დიდადმდე, სცთებიან მთათა ზედა.
22:6 ხოლო ელამიტელთა მოიღეს ფარები ამჴედრებულთა ცხენთა ზედა და შესაკრებელთა განწყობილისა.
22:7 და იყვნენ, რჩეულნი ჴევნებნი შენნი აღივსნენ ეტლებითა, ხოლო ცხენთა აღმოყორნენ ბჭენი შენნი.
22:8 და გამოაჩინენ ბჭენი იუდასნი და მიჰხედვიდენ მას დღესა რჩეულთა მიმართ სახლთა ქალაქისათა.
22:9 და გამოაცხადებდენ დაფარულთა სახლებისა მწუერვალისა დავითისთა და ვიხილე, რამეთუ უმრავლესნი არიან და გარემიაქციეს წყალი ძუელისა საბანელისა ქალაქისა შორის.
22:10 და სახლნი იერუსალიმისისი აღრიცხუენით. და დავარღჳვნე სიმაგრედ ზღუდედ ქალაქისათა.
22:11 და ჰქმენით თავისა თჳსისა წყალი საშუალ ორთა ზღუდეთასა უშინაგანეს ძუელისა საბანელისა. და არა მიხედენით პირველითგანვე მოქმედისა მიმართ მისისა, და მომგებელი მისი შორით არა იხილეთ.
22:12 და მოუწოდა უფალმან საბაოთ მას დღესა შინა ტირილსა და ტყებასა და აღპარსვასა და მორტყმასა ძაძისასა,
22:13 ხოლო მათ ყვეს შუება და მხიარულება და მკლველთა ზუარაკებთასა და დამწყუედელთა ცხოვართასა, რაჲთა ჭამონ ჴორცი და სუან ღჳნო მეტყუელთა: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით.
22:14 და აღსაბურველებულ არიან ესენი ყურთა შორის უფლისა ღმრთისა საბაოთისთა და არ მიგეტეოს თქუენ ცოდვა ესე, ვიდრემდისცა მოჰკუდეთ, - თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან.
22:15 ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ვიდოდე, შევედ პასტოფორიონად სომანისის მიმართ მეუნჯისა და არქუ მას:
22:16 რაჲ შენდა აქა? და რაჲ არს შენი აქა? რამეთუ გამოჰკუეთე აქა თავისა შენისა საფლავი და ჰყავ თავისა შენისა მაღალი სამარე და დასწერე თავისა შენისა კარავი კლდესა შორის.
22:17 აჰა, აწ უფალი საბაოთ გამოავლენს კაცსა აღსპოლვად შენდა და მიგიღოს შესამოსელი შენი და კიდარი შენი.
22:18 და გჳრგჳნი შენი დიდებული და განგაგდოს შენ სოფლად დიდად და განუზომელად, და მუნ მოჰკუდე, და დასვა საჭურველი შენი რჩეული შეურაცხქმნილად და სახლი მთავრისა შენისა დასათრგუნველად.
22:19 და მოგსპოს შენ განმგეობისაგან შენისა და დგომისაგან შენისა დაგამჴუას შენ.
22:20 და იყოს მას დღესა შინა, უწოდო ყრმასა ჩემსა ელიაკიმსა ქელკისსა,
22:21 და შევჰმოსო მას შესამოსელი შენი და გჳრგჳნი შენი მივსცე მას, და მპყრობლობა და გასაგებელი შენი მივსცე ჴელთა მისთა; და იყოს, ვითარცა მამა იერუსალიმს შინა დამკჳდრებულთა შორის და კაცთა იუდასთა.
22:22 და მივსცე მას კლიტე სახლისა დავითისა, მჴართა ზედა მისთა მიიღოს, და არა იყოს მჴდომ მისა, და დაკლიტოს და არა იყოს გამღებელ მისა; და განაღოს და არა ვინ იყოს დამკლეტელ მისა. და მივსცე მას დიდებაჲ დავითისი, და მთავრობდეს და არა იყოს მაცილობელ.
22:23 და დავადგინო იგი მთავრად ადგილსა შორის სარწმუნოსა და იყოს საყდრად დიდებისა სახლისა მამისა მისისა.
22:24 და იყოს მოსავ მისადმი ყოველი დიდებული სახლსა შინა მამისა მისისასა მცირითგან ვიდრე დიდამდე, ყოველი ჭურჭელი მცირე ჭურჭლისაგან აგანოთთაჲსა, და იყვნენ დამოკიდებულ მისსა.
22:25 მას დღესა შინა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ, - აღიძრას კაცი დამტკიცებული ადგილსა სარწმუნოსა და დაეცეს და მოისპოს, და მოესრულოს დიდებაჲ მყოფი მის ზედა, რამეთუ უფალი იტყოდა.

© 2010, გია შერვაშიძე