კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ესაია »
ესაია 1
ესაია 2
ესაია 3
ესაია 4
ესაია 5
ესაია 6
ესაია 7
ესაია 8
ესაია 9
ესაია 10
ესაია 11
ესაია 12
ესაია 13
ესაია 14
ესაია 15
ესაია 16
ესაია 17
ესაია 18
ესაია 19
ესაია 20
ესაია 21
ესაია 22
ესაია 23
ესაია 24
ესაია 25
ესაია 26
ესაია 27
ესაია 28
ესაია 29
ესაია 30
ესაია 31
ესაია 32
ესაია 33
ესაია 34
ესაია 35
ესაია 36
ესაია 37
ესაია 38
ესაია 39
ესაია 40
ესაია 41
ესაია 42
ესაია 43
ესაია 44
ესაია 45
ესაია 46
ესაია 47
ესაია 48
ესაია 49
ესაია 50
ესაია 51
ესაია 52
ესაია 53
ესაია 54
ესაია 55
ესაია 56
ესაია 57
ესაია 58
ესაია 59
ესაია 60
ესაია 61
ესაია 62
ესაია 63
ესაია 64
ესაია 65
ესაია 66

« ესაია 47 [BIB - xx] »
47:1 შთავედ, დაჯედ ქუეყანად, ქალწული, ასული ბაბილონისა! დაჯედ, შევედ ქვეყანად. არა არს საყდარი, შევედ ბნელსა, ასულო ქალდეველთაო. არღა მერმე შესძინო წოდებად ჩჩჳლი და შუებული.
47:2 მიიღე წისქჳლი, დაფქევ ფქჳლი. აღსძარცუე საბურველი შენი, აღიკრიბენ მჴეცნი, გამოაჩინენ სხჳლბარკალნი, წიაღჴედ მდინარესა.
47:3 გამოცხადნეს უშუერებაჲ შენი, გამოჩნდენ ყუედრებანი შენნი, სამართალი შენგან მოვიღო, არღა მერმე განგცემ შენ კაცთა.
47:4 მჴსნელი შენი, უფალი საბაოთ, სახელი მისი წმიდაჲ ისრაილისა.
47:5 დაჯედ შენანებული. შევედ ბნელთა, ასული ქალდეველთა, არღარა მერმე გეწოდოს ძალი მეფობისა.
47:6 განსძჳნდი ერსა ზედა ჩემსა, შეაგინე სამკჳდრებული ჩემი. მე მივსცენ იგინი ჴელსა შენსა, ხოლო შენ არა მიეც მათ წყალობა, მოხუცებულისა დაამძიმე უღელი ფრიად,
47:7 და სთქუ: უკუნისამდე ვიყო მმთავრობი, არ გულისხმა-ჰყვენ ესენი გულსა შინა შენსა, არცა მოიჴსენენ უკანასკნელნი.
47:8 ხოლო აწ ისმინენინ ესენი შუებულმან მჯდომარემან სასოებით, მეტყუელმან გულსა შინა მისსა. მე ვარ და არა არს სხუაჲ, არა დავჯდე ქურივად, არცა ვაგრძნა სიობლე.
47:9 ხოლო აწ მოვიდენ შენ ზედა ორნი ესე ერთსა შინა დღესა: უშჳლოება და ქურივობა მოიწინენ მეყსეულად შენ ზედა მწამლველობისა მიმართ შენისა და ძალისა მიმართ მსახრვალთა შენთასა.
47:10 ფრიად არს სასოებაჲ სიბოროტისა შენისა, რამეთუ შენ სთქუ: მე ვარ და არა არს სხუაჲ. ცან, ვითარმედ გულისხმის-ყოფა ამათი იყოს და სიძვა შენი სირცხჳლად შენდა და სთქუ გულსა შინა შენსა: მე ვარ და არა არს სხუაჲ,
47:11 და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედა, და ვერ აგრძნა მთხრებლი და შთავარდე მას შინა და მოიწიოს შენ ზედა საარებულებაჲ და ვერ გეძლოს წმიდა-ქმნად და მოიწიოს შენ ზედა მეყსა შინა წარწყმედა და ვერ სცნა.
47:12 დადეგ აწ სახრვათა მიერ შენთა და მრავლისა მწამლველობისა შენისა, რომელთა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო რგებად შენდა.
47:13 უკეთუ ვითარ უძლო განძლიერებად, დაჰშუერ განზრახვათა შინა შენთა, დადგე და განგამართლედ შენ ვარსკულავთმეტყუელთა ცისათა, ამღებელთა ვარსკულავთასა, მიგითხრედ შენ, რაჲ გულვებად არს მოსლვად შენ ზედა.
47:14 აჰა, ყოველნი, ვითარცა ქარქუეტნი, ცეცხლისა მიერ დაიწუნენ და ვერ განარინონ მათ ალისაგან, რამეთუ გქონან ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაჯდომად მათ ზედა. ესენი იყვნენ შენდა შეწევნა.
47:15 და დაშვრე შენ ვაჭრობითა შენითა სიჭაბუკითგან. კაცი თავით თჳსით შესცთა, ხოლო შენდა არა იყოს მაცხოვარებაჲ.

© 2010, გია შერვაშიძე