25:1 |
უფალო ღმერთო ჩემო, გადიდო შენ. საგალობელ-ვყო სახელი შენი, რამეთუ ჰქმნენ საკჳრველნი საქმენი, განზრახვა დასაწყისისა ჭეშმარიტი, |
25:2 |
იყავნ, უფალო, რამეთუ დასხენ ქალაქნი მიწად, ქალაქნი ძლიერნი დაცემად საფარველნი მათნი, ქალაქი უთნოთაჲ საუკუნოდ არ აღეშენოს. |
25:3 |
ამისთჳს გაკურთხოს შენ ერმან გლახაკმან, და ქალაქნი კაცთა მიმძლავრებულთა მოშიშთა შენთანი გაკურთხევდენ შენ, |
25:4 |
რამეთუ ექმენ ყოველსა ქალაქსა მდაბალსა შემწე და შეურვებულთა ნაკლულევანებისათჳს საფარველ. კაცთაგან უკეთურთა იჴსნი მათ, |
25:5 |
საფარველი წყურიელთა და სული კაცთა მიმძლავრებულთა, ვითარცა კაცნი სულკნინნი წყურიელნი სიონს შინა, რამეთუ იჴსნის მათ კაცთაგან უთნოთა, რომელთაცა მიმცენ ჩუენ. სიცხე საფარველსა შორის ღრუბლისასა, ნერგი ძლიერი დაამდაბლოს. |
25:6 |
და უყოს უფალმან საბაოთ მთასა ამას ზედა ყოველთა ნათესავთა სასუმელი ჴმანელობათა, სასუმელი თხლეთა; სუმიდენ მხიარულებით, სუმიდენ ღჳნოსა, იცხებდენ მირონთა, |
25:7 |
და მოეცნენ მთასა ამას შორის განცემასა; მიეც ესე ყოველთა წარმართთა, რამეთუ ზრახვა ესე ყოველთა მიმართ წარმართთა |
25:8 |
შთანთქნა სიკუდილმან და შეუძლო და კუალად ღმერთმან მოსპო ყოველი ცრემლი ყოვლისაგან პირისა; ყუედრება ერისა მისისა მოსპო ყოვლისაგან ქუეყანისა, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ. |
25:9 |
და თქუა უფალმან მას დღესა: აჰა, უფალი, ღმერთი ჩვენი, რომლისა მიმართ მოსავ ვართ. და მხიარულ ვართ მაცხოვარებისა ჩუენისა ზედა, რამეთუ ესე არს უფალი, რომლისა არს მოლოდება. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ მაცხოვარებასა ჩუენსა. |
25:10 |
და ვიშუებთ, რამეთუ განსუენება მოსცეს ღმერთმან მთისა ამის ზედა; და დაითრგუნოს მოაბელაჲ ადგილსა შინა თჳსსა, ვითარსახედ დასთრგუნვენ კალოსა ურემთა ზედა. |
25:11 |
და აღიხუნეს ჴელნი თჳსნი, ვითარ განჰმარტებს მბანელი საცურავად. ვითარსახედ მანცა დაამდაბლა წარსაწყმედელად, ეგრეთ დამდაბლდეს და დაამდაბლოს გინება მისი, რომელთა ზედა მიყვნა ჴელნი. |
25:12 |
და სიმაღლე მისალტოლველისა სახლისა შენისასა დაამდაბლოს და შთავიდეს ვიდრე იატაკადმდე, ვიდრე მტუერამდე. |