55:1 |
წყურიელნი წარვედით წყლისა მიმართ და რავდენთა არა გაქუს ვეცხლი, მოარულთა იყიდეთ, და ჭამეთ და ვიდოდეთ და იყიდეთ თჳნიერ ვეცხლისა და ფასისა, |
55:2 |
ღჳნოჲ და ცმელი. რაჲსათჳს პატივს-სცემთ ვეცხლსა? შრომა თქუენი არა პურთათჳს არს და რუდენებაჲ თქუენი არა სიმაძღრედ? ისმინეთ ჩემი და ჭამენით კეთილნი და განიშუას კეთილთა შინა სულმან თქუენმან. |
55:3 |
ეკრძალენით ყურითა თქუენითა და შეუდეგით გზათა ჩემთა. შეისმინეთ ჩემი და ცხონდეს კეთილთა შინა სული თქუენი და აღგითქუა თქუენ აღთქმაჲ საუკუნო, ღირსნი დავითისნი სარწმუნონი. |
55:4 |
აჰა, საწამებელად წარმართთა შორის მივეც იგი მთავრად და მბრძანებელად წარმართთა. |
55:5 |
აჰა, წარმართნი, რომელთა არა გიცოდეს შენ, გიწოდდენ შენ და ერნი, რომელნი არა გიცნობდეს შენ, შენდამი მოივლტოდიან, უფლისათჳს ღმრთისა შენისა და წმიდისა ისრაჱლისა, რამეთუ გადიდა შენ. |
55:6 |
იძიეთ უფალი და ჰპოოთ, რაჲ მოხადეთ, ხოლო რაჟამს მოგეახლოს თქვენ, |
55:7 |
დაუტევენ უთნოომან გზანი მისნი და კაცმან უშჯულომან განზრახვანი მისნი, და მოიქეცინ უფლისა მომართ და შეწყალებულ იქმნეს, რამეთუ ფრიად მიგიტევნეს ცოდვანი თქუენნი. |
55:8 |
რამეთუ არა არიან განზრახვანი ჩემნი, ვითარცა განზრახვანი თქუენნი, არცა ვითარცა გზანი თქუენნი, გზანი ჩუენნი, - იტყჳს უფალი, |
55:9 |
არამედ ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა. |
55:10 |
რამეთუ ვითარ-იგი უკუეთუ გარდამოვიდეს წჳმაჲ ანუ თოვლი ცისაგან, და არა მიიქცეს, ვიდრემდის არა დაათროს ქვეყანა და გამოშვას და გამომორჩოს, და მოსცეს თესლი მთესველსა და პური ჭამად. |
55:11 |
ეგრეთ იყოს სიტყუა ჩემი, რომელი უკუეთუ გამოვიდეს პირისაგან ჩემისა, არა მოიქცეს ჩემდამო ცალიერი, ვიდრემდის არა აღესრულოს ყოველნი, რაოდენნი ვინებენ. და წარვჰმართნე გზანი შენნი და ბრძანებანი ჩემნი დაიცვნე, |
55:12 |
რამეთუ შუებისა მიერ გამოხვიდეთ და სიხარულისა მიერ განისწავლნეთ, რამეთუ მთანი და ბორცუნი ვლდებოდიან, შემწყნარებელნი თქუენნი, სიხარულსა შინა, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ რტოებითა. |
55:13 |
და ტჳვისა წილ აღმოსცენდეს კჳპაროზი და ღჳვისა წილ მურტი. და იყოს უფალი სახელად და სასწაულად საუკუნოდ, და არა მოაკლდეს. |