კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ესაია »
ესაია 1
ესაია 2
ესაია 3
ესაია 4
ესაია 5
ესაია 6
ესაია 7
ესაია 8
ესაია 9
ესაია 10
ესაია 11
ესაია 12
ესაია 13
ესაია 14
ესაია 15
ესაია 16
ესაია 17
ესაია 18
ესაია 19
ესაია 20
ესაია 21
ესაია 22
ესაია 23
ესაია 24
ესაია 25
ესაია 26
ესაია 27
ესაია 28
ესაია 29
ესაია 30
ესაია 31
ესაია 32
ესაია 33
ესაია 34
ესაია 35
ესაია 36
ესაია 37
ესაია 38
ესაია 39
ესაია 40
ესაია 41
ესაია 42
ესაია 43
ესაია 44
ესაია 45
ესაია 46
ესაია 47
ესაია 48
ესაია 49
ესაია 50
ესაია 51
ესაია 52
ესაია 53
ესაია 54
ესაია 55
ესაია 56
ესაია 57
ესაია 58
ესაია 59
ესაია 60
ესაია 61
ესაია 62
ესაია 63
ესაია 64
ესაია 65
ესაია 66

« ესაია 66 [BIB - xx] »
66:1 ესრეთ იტყჳს უფალი: ცაჲ საყდარ ჩემდა, ხოლო ქუეყანა კუარცხლბეკ ფერჴთა ჩემთა, რომელი სახლი, ადგილი მიშენოთ მე?-თქუა უფალმან, - და რომელი ადგილი განსუენებისა ჩემისა?
66:2 რამეთუ ესე ყოველი შექმნნა ჴელმან ჩემმან და ჩემნი არიან ყოველნი ესე, - იტყჳს უფალი, - და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?
66:3 ხოლო უსჯულოჲ, დამკლველი ჩემდა ზუარაკისაჲ, ვითარცა მცემელი კაცისა და მემსხუერპლე სამწყსოჲთ, -ვითარცა დამკლველი ძაღლისა და მომღებელი სამინდოჲსა, ვითარცა სისხლი ღორებრი, მიმცემელი გუნდრუკსა მოსაჴსენებელად, ვითარცა მგმობარი, და ამათ გამოირჩინეს გზანი მათნი და საძაგელებანი მათნი, რომელნი შეიყუარნა სულმან მათმან.
66:4 და მე გამოვარჩინე საძაგელებანი მათნი და ცოდვანი მათნი კუალად-ვაგნე მათ, რამეთუ უწოდე მათ და არა მერჩდეს მე, ვეტყოდე და არა ისმინეს და ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა და, რომელნი არა მნებვიდეს, აღირჩინეს.
66:5 ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მძრწოლარეთა სიტყჳსაგან მისისა, არქუთ ძმად თქუენდა მოძულეთა თქუენთა და მოძულებულთა, რაჲთა სახელი უფლისაჲ იდიდოს, და იხილვოს სიხარულსა შინა მათსა, და იგინი სირცხჳლეულ იქმნენ.
66:6 ჴმაჲ ზახილისა ქალაქისაგან, ჴმაჲ ტაძრისაგან, ჴმაჲ უფლისაჲ, რომელი მიაგებს მისაგებელს წინააღმდგომთა.
66:7 პირველ, ვიდრე ლმობისა შობაჲ, და პირველ, ვიდრე მოსლვად ტკივილსა ლმობათასა, განერა და შვა წული.
66:8 ვის ესმა ესევითარი და ვინ იხილა ესრეთ? უკუეთუ ილმო დედაკაცმან ერთსა შინა დღესა, ანუ იშვა ნათესავი ერთგზის, რამეთუ ილმო და შუნა სიონმან ყრმანი თჳსნი.
66:9 ხოლო მე მივეც სასოვება ესე და არ მომიჴსენე მე, - თქუა უფალმან, - არა, აჰა, მე მშობელი და ბერწი შევქმნენა, თქუა ღმერთმან?
66:10 იხარებდ, იერუსალიმ, და კრება-ყავთ მას შინა ყოველთა მოყვარეთა მისთა და დამკჳდრებულთა მისთა. იხარეთ სიხარული ყოველთა, რავდენნი ჰგოდებდეთ მის ზედა,
66:11 რაჲთა სწოვდეთ და განძღეთ ძუძუჲსაგან ნუგეშინის-ცემისა მისისა, რაჲთა მწოვნელნი იშუებდეთ. შემოსლვისაგან დიდებისა მისისა.
66:12 ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო მათ ზედა, ვითარცა მდინარე მშჳდობისა და ვითარცა ღუარი წარმრღუნელი დიდებასა წარმართთასა. ყრმანი მათნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მუჴლთა ზედა ნუგეშინისცემულ იქმნენ,
66:13 ვითარ დედაჲ ვინმე ნუგეშინის-სცემნ, ეგრეთ მეცა ნუგეშინის-გცე თქუენ და იერუსალიმს შინა ნუგეშინისცემულ იქმნეთ.
66:14 და იხილოთ და განიხაროს გულმან თქუენმან და ძუალნი თქუენნი, ვითარცა მდელოჲ აღმოსცენდეს და ეცნობოს ჴელი უფლისაჲ მოშიშთა მისთა და უთქმიდეს ურჩთა მათ,
66:15 რამეთუ აჰა, უფალი, ვითარცა ცეცხლი, მოიწიოს, და, ვითარცა გრიგალი, ეტლნი მისნი კუალად-გებად შურის-ძიებისა გულისწყრომით და დევნად ალითა ცეცხლისათა,
66:16 რამეთუ ცეცხლითა უფლისათა ისაჯოს ყოველი ქუეყანაჲ და მახჳლისა მიერ მისისა ყოველი ჴორცი, მრავალნი წყლულნი იყვნენ უფლისა მიერ,
66:17 უბიწოქმნილნი და განწმედილნი მტილთა შორის და წინა ბჭეთა შორის მჭამელნი ჴორცსა ღორისასა, და საძაგელებანი და თაგუნი ერთბამად აღიჴოცნენ, თქუა უფალმან.
66:18 და მე საქმეთა მათთა და გულისსიტყვათა მათთა მეცნიერ ვარ, და მივაგო მათ. აჰა, მოვალ შეკრებად ყოველთა ნათესავთა და ენათა, და მოვიდენ და იხილონ დიდებაჲ ჩემი.
66:19 და დაუტევო-მათ თანა სასწაული და განვავლინნე მათგან ცხოვნებულნი წარმართთა მიმართ თარშიდ და ფუდდ, და ლუდდ, და მოსოხდ, და თოველდ, და ელლადად მიმართ და ჭალაკთა მიმართ შორიელთა, რომელთა არა ესმა სახელი ჩემი, არცა იხილეს დიდებაჲ ჩემი წარმართთა შორის.
66:20 და მოჰგუარნენ ძმანი თქუენნი ყოველთაგან წარმართთა ძღუნად უფალსა და ცხენებისა თანა და ეტლებისა კარაულებისა და კერძოვირთასა საჩრდილობელთა თანა წმიდად ქალაქად იერუსალიმად, - თქვა უფალმან, - ვითარ-იგი მოიღებდეს ძენი ისრაილისანი მსხუერპლებსა მათსა ჩემდამო მხიარულებისა თანა და ფსალმუნისა სახიდ მიმართ უფლისა,
66:21 და მათგანცა მოვიყვანნე ჩემდა მღდელნი და ლევიტელნი, - თქვა უფალმან, -
66:22 რამეთუ ვითარსახედ ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რომელთა მე ვიქმ, რაჲთა ეგოს მარადის წინაშე ჩემსა - იტყჳს უფალი, - ეგრეთვე ეგოს თესლი თქუენი და სახელი თქუენი.
66:23 და იყოს თთუჱ თთჳსაგან და შაბათი შაბათისაგან, მოვიდეს ყოველი ჴორცი თაყუანის-ცემად წინაშე ჩემსა იერუსალიმს შინა, - თქვა უფალმან, -
66:24 და განვიდენ და იხილონ ძუალები კაცთა გარდამავალთაჲ ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ჴორცისა.

© 2010, გია შერვაშიძე