56:1 |
ამათ იტყჳს უფალი: დაიცევით მსჯავრი და ყავთ სიმართლე, რამეთუ მოეახლა მაცხოვარება ჩემი მოსლვად და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად. |
56:2 |
ნეტარ არს მამაკაცი, რომელმან ყუნეს ესენი და კაცი ჴელმყოფი ამათი და დამცველი შაბათთაჲ არშეგინებად და დამცველი ჴელთა მისთა არაქმნად ცრუთა. |
56:3 |
ნუ იტყჳნ სხვა ნათესავი შეახლებული უფლისა მიმართ მეტყუელი: გამოსაზღურებით გამომისაზღურებს მე უფალი ერისაგან ჩემისა. და ნუ იტყჳნ საჭურისი, ვითარმედ: მე ვარ ხე ჴმელი, |
56:4 |
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: საჭურისთა, რაოდენთაცა დაიმარხნენ ბრძანებანი ჩემნი, და აღირჩინენ, რომელნი მე მნებვან, და შეეწეოდიან აღთქმაჩემთა< |
56:5 |
მივსცე მათ სახლსა შორის ჩემსა და ზღუდესა შინა ჩემსა ადგილი სახელოანი, უმჯობესი ძეთა და ასულთასა, და სახელი საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა მოაკლდეს, |
56:6 |
და უცხონათესავნი, შეახლებულნი უფალსა, მსახურებად მისსა და შეყვარებად სახელი უფლისაჲ, ყოფად მისსა მონებად და მჴევლებად და ყოველნი დამმარხველნი შაბათთა ჩემთანი არშეგინებად და შემწყნარებელნი აღთქმისა ჩემისანი. |
56:7 |
შევიყუანნე იგინი მთად წმიდად ჩემდა და ვახარო მათ სახლსა შინა ლოცვისა ჩემისასა, ყოვლად დასაწუელნი მათნი და მსხუერპლნი მათნი იყუნენ მითუალულ მსხუერპლისსაცავსა ზედა ჩემსა, რამეთუ სახლი ჩემი სახლ ლოცვის იწოდოს ყოველთათჳს წარმართთა. |
56:8 |
თქუა უფალმან ღმერთმან, შემკრებელმან განთესულთა ისრაილისათამან, ვითარმედ: შევკრიბო მის ზედა შესაკრებელი, ყოველნი მჴეცნი ველურნი. |
56:9 |
მოვედით, ჭამეთ ყოველთა მჴეცთა მაღნარისათა. |
56:10 |
იხილეთ, რამეთუ დაბრმეს ყოველნი, არა ცნეს გაგონებად, ყოველნი ძაღლებ უჴმო, ვერშემძლებელნი ყეფად. მესიზმრენი საწოლითა, მოყუარენი ჰრულისანი, |
56:11 |
და ძაღლნი ურცხჳნონი სულითა, არმეცნიერნი განძღომად და არიან უკეთურნი, არმცოდნელნი გულისხმის-ყოფასა, ყოველნი გზათა თჳსთა შეუდგეს. თითოეული ძჳნად თჳსსა ანგაჰრებს კიდითგან მისით. |
56:12 |
მოვედით, მოვიღოთ ღჳნოჲ და ვიჴუმიოთ იგი სიმთრვალედ და არს ესევითარი დღე ხვალე დიდ შენთჳს, ვითარ ფრიად. |