36:1 |
და იქმნა, ოთხდამეათესა წელსა მეფე-ყოფისა ეზეკიასსა აღმოვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, ქალაქთა ზედა იუდეასათა მაგართა და გამოიხუნა იგინი. |
36:2 |
და მიავლინა მეფემან ასსურასტანელთამან რაფსაკი ლაქისით იერუსალიმად, მეფისა მიმართ ეზეკიასსა ძალისა თანა მრავლისა და დადგა სლვასა თანა წყლისა საბანელისა ზენაჲსასა, შორის გზასა აგარაკისა მმურკნველისასა. |
36:3 |
და გამოვიდა მისდა მიმართ ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და სომნა მწიგნობარი და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი. |
36:4 |
და ჰრქვა მათ რაფსაკმან: თქუთ სადმე ეზეკიას მიმართ, ამათ იტყჳს მეფე დიდი, მეფე ასსურასტანელთა: ვისსა მოსავ ხარ? |
36:5 |
ნუ განზრახვითა, ანუ სიტყუებითა ბაგეთათა იქმნების წყობაჲ? და აწ ვისსა მიმართ ესავ, რამეთუ ურჩ ხარ ჩემდა? |
36:6 |
აჰა, მოსავ ხარ კუერთხისა მიმართ ლელწმისასა, შეფქულისა ამის ეგჳპტედ მიმართ, რომელსა მი-თუ-ვინ-ეყრდნას მის ზედა, შევიდეს ჴელად მისსა. ესე არს ფარაო, მეფე ეგჳპტისა, და ყოველნი მოსავნი მისდამი. |
36:7 |
ხოლო უკეთუ იტყჳთ: ჩემდამო, უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა ვესავთ; არა იგი არსა, რომელსა მიუხუნა ეზეკიამან მაღალნი მისნი და საკურთხეველნი მისნი? და ჰრქვა: იუდასა და იერუსალიმს პირისპირ საკურთხეველისა ამის თაყუანის-ეცი. |
36:8 |
აწ მოუჴედით უფალსა ჩემსა, მეფესა ასსურასტანელთასა, და მიგცე თქუენ ორათასი ცხენი, უკეთუ შეუძლოთ მიცემად მჴედართა მათ ზედა. |
36:9 |
და ვითარ შემძლებელ ხართ გარემიქცევად პირისა მიმართ ადგილთმთავრისა ერთისა, მრწემებ არიან მოსავნი მეგჳპტელთა მიმართ ცხენისა და მჴედრისა. |
36:10 |
და აწ ნუ თჳნიერ უფლისა აღმოვედითა სოფელსა ამას ზედა ბრძოლად ამისსა? უფალმან თქვა ჩემდამო: აღვედ მის ზედა და განხრწენ იგი. |
36:11 |
და თქუეს მისდა ელიაკიმ და სომნა და იოახ: ზრახევდ მონათა მომართ შენთა ასურებრ, რამეთუ გუესმის ჩუენ, და ნუ ჰზრახავ ჩუენდამო იუდეანებრ. და რად ჰზრახავ ყურებისა მიმართ კაცთა მდგომარეთასა ზღუდესა ზედა? |
36:12 |
და თქვა რაფსაკმან მათდამი: ნუ უფლისა მიმართ თქუენისა, ანუ თქუენდა მიმართ მომავლინა მე უფალმან ჩემმან თქუმად სიტყვათა ამათ, არა კაცთა მომართ მსხდომარეთა ზღუდეთა ზედა, რაჲთა ჭამონ სკორე მათი და სუან ფსელი მათი თქუენითურთ ერთბამად? |
36:13 |
და დადგა რაფსაკი და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იუდიანებრ და თქვა: ისმინენით სიტყვანი მეფისა ასსურასტანელთასანი! |
36:14 |
ამათ იტყჳს მეფე: ნუ გაცთუნებსთ თქუენ იზეკია სიტყუებითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ჴსნად თქუენდა. |
36:15 |
და ნუ გეტყჳნ თქუენ ეზეკია, ვითარმედ: გჳჴსნეს ჩუენ ღმერთმან და არა მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასათა. |
36:16 |
ნუ ისმენთ ეზეკიასსა. ამათ იტყჳს მეფე ასსურასტანელთა: უკეთუ გნებავს ქველმეტყუელების და გამოსლვად ჩემდამო, და ჭამეთ კაცად-კაცადმან ვვნაჴი თჳსი და ლეღუნი, და სუთ წყალნი ჯურღმულისა თქუენისა, |
36:17 |
ვიდრემდის მოვიდე და მიგიყვანნე თქუენ ქუეყანისა მიმართ, ვითარცა ქუეყანისა თქუენისა იფქლისა და ღჳნისასა, ქუეყანისა პურისა და ვენაჴთასა. |
36:18 |
ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია მეტყუელი და გეტყჳნ: ღმერთმან მიჴსნნეს ჩუენ, ნუ იჴსნნესა ღმერთთა ნათესავთასა თითოეულმან სოფელი თჳსი ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა? |
36:19 |
სადა არს ღმერთი ემათისა და არფათისა, და სადა ღმერთი ქალაქისა სემფარუემისა? ნუ განარინოს სამარია ჴელისაგან ჩემისა? |
36:20 |
ვინ არს ყოველთა ამათ ღმერთთაგანი, რომელმან განარინა ქუეყანა თჳსი ჴელისაგან ჩემისა? რამეთუ ღმერთმან თქუენმან იჴსნეს იერუსალიმი ჴელისაგან ჩემისა? |
36:21 |
და დადუმნეს და არა ვინ მიუგო მას სიტყვა ბრძანებისათჳს მეფისა არას მიგებად მისსა. |
36:22 |
და შევიდა ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და სომნა მწიგნობარი ძალისა და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი, მომბძარველნი სამოსელთანი, ეზეკიას მიმართ და მიუთხრნეს მას სიტყუანი რაფსაკისნი. |