39:1 |
მას ჟამსა შინა მოავლინნა მაროდახ, ძემან ლაადანისმან, მეფემან ბაბილოვნისამან, ეპისტოლენი და მოციქულნი და ძღუენნი ეზეკიასსა, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოუსუსურდა ვიდრე სიკუდიდმდე და აღდგა. |
39:2 |
და განიხარა მათ ზედა ეზეკიამან სიხარული დიდი და უჩუენა მათ სახლი ნეხოთაჲსა და შტახსისა, და საკუმეველთა და მიჰრონთა, და ვეცხლისა და ოქროსა, და ყოველნი სახლნი ჭურჭელთა ფასისათანი და ყოველნი, რავდენნი იყვნენ საუნჯეთა შინა მისთა. და არა იყო არარაჲ, რომელი არა უჩუენა მათ ეზეკიამან სახლსა შინა მისსა. |
39:3 |
და მოვიდა ესაია წინაწარმეტყუელი ეზეკიას მომართ და თქუა მისდამი: რასა იტყჳან კაცნი ესე? და ვინა მოვიდეს შენდა? და თქუა ეზეკიამან: ქუეყანისაგან შორიელისა მოვიდეს ჩემდამო ბაბილონისაგან. |
39:4 |
და თქუა ისაია: რა იხილეს სახლსა შინა შენსა? და თქუა ეზეკიამან: ყოველნი სახლისა ჩემისაშინანი იხილნეს და არა არს სახლსა შინა ჩემსა, რომელი არა იხილეს, არამედდა საუნჯეთა ჩემთა შორისნიცა. |
39:5 |
და ჰრქუა მას ესაიამან: ისმინე სიტყუა უფლისა საბაოთისა. |
39:6 |
აჰა, დღენი მოვლენ და მიიხუნენ ყოველნი სახლისა შენისაშორისნი, და რავდენნი შეკრიბნეს მამათა შენთა ვიდრე დღისამდე ამის, ბაბილონად შთაიხუნენ, და არცა ერთი რაჲ არ დაუტეონ. |
39:7 |
ხოლო თქვა ღმერთმან: ვითარმედ შვილთაგან შენთა, რომელნი ჰშვენ, მიიყვანნენ და ყვნენ საჭურისებრ სახლსა შინა მეფისა ბაბილოვნელთასასა. |
39:8 |
და თქუა ეზეკიამან ესაიას მიმართ: კეთილ არს სიტყვა უფლისაჲ, რომელსა იტყოდა; იქმნენით აწ მშვიდობა და სიმართლე დღეთა შინა ჩემთა. |