61:1 |
სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე. განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებასა და ბრმათა ახილვასა, |
61:2 |
წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული, და დღე ნაცვლისმოგებისა ღმრთისა ჩემისა, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა, |
61:3 |
მიცემად მგლოვარეთა სიონი დიდებად, ნაცრისა წილ საცხებელი შუებისაჲ მგლოვარეთა, სამკაული დიდებისაჲ სულისა წილ მოწყინებისა, და იწოდნენ: ნათესავებ სიმართლისა, დანერგულ უფლისა სადიდებელად. |
61:4 |
და აღაშენენ ოჴერნი საუკუნითგანნი, მოოჴრებულნი პირველად. აღადგენდენ და განაახლებდენ ქალაქთა ოჴერთა, მოოჴრებულთა ნათესავითგან ნათესავადმდე. |
61:5 |
და მოვიდენ უცხონათესავნი, მმწყსელნი ცხოვართა შენთანი, და უცხოტომნი მჴნველნი და ვენაჴისმოქმედნი. |
61:6 |
ხოლო თქუენ მღდელ უფლისა გეწოდოს, და მელიტანიე ღმრთისა ჩუენისა გეწოდოს თქუენ, ძალსა წარმართთასა შჭამდეთ, და სიმდიდრესა მათსა ზედა საკჳრველ იყვნეთ. |
61:7 |
ნაცვლად სირცხჳლისა თქუენისა მრჩობლი სიხარული და ნაცვლად პატივისა თქუენისა მხიარულებაჲ, ესრეთ მეორედ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, |
61:8 |
რამეთუ მე ვარ უფალი, მოყუარე სიმართლისაჲ და მოძულე ნატაცებთა სიცრუისაგანთაჲ, და მივსცე შრომაჲ მათი მართალთა, და აღთქმაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ. |
61:9 |
და საცნაურ იყოს წარმართთა შორის თესლი მათი და ნაშვისნაშობნი მათნი საშუალ ერთა, ყოველნი მხილველნი მათნი იცნობდეს მათ, ვითარმედ ესე არიან თვსლნი კურთხეულნი ღმრთისა მიერ და შუებით იშუებდენ უფლისა მიმართ. |
61:10 |
იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი საცხოვარებისაჲ და კუართი მხიარულებისაჲ, ვითარცა სიძესა, გარემომდვა მიტრაჲ და, ვითარცა სძალი, შემამკო მე სამკაულითა. |
61:11 |
და ვითარცა ქვეყანა, აღმაორძინებელი ყუავილსა მისსა, და ვითარცა მტილი განამორჩებნ რაჲ თესლთა მისთა, ეგრეთ აღმოაცენებს უფალი სიმართლესა და სიხარულსა წინაშე ყოველთა წარმართთასა. |