35:1 |
იხარებდ, უდაბნო წყურიელი. და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი. |
35:2 |
და აღყუავნენ და იშუებდენ მდინარენი იორდანისანი, და დიდებაჲ ლიბანისა მოეცეს მას და პატივი კარმელისა, და ერმან ჩემმან იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ და სიმაღლე ღმრთისაჲ. |
35:3 |
გაძლიერდით ჴელნი დაჴსნილნი და მუჴლნი განრღუეულნი. |
35:4 |
ნუგეშინის-ეცით სულმოკლეთა გონებითა: განძლიერდით, ნუ გეშინინ. აჰა, ღმერთი ჩუენი საშჯელსა ნაცვლად მიაგებს, და ნაცვალ-აგოს. თჳთ მოვიდეს და მაცხოვნეს ჩუენ. |
35:5 |
მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი. და ყურთა ყრუთასა ესმოდის. |
35:6 |
მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის ქუეყანასა წყურიელსა. |
35:7 |
და ურწყული იყოს მწურნებად, და ქუეყანასა შინა წყურიელსა წყარო წყლისა იყო. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და მწყურნები ლელწმისა, და არა წარჰჴდეს მუნ არაწმიდაჲ. |
35:8 |
იყოს მუნ გზა წმიდაჲ და გზად წმიდად ეწოდოს. არა წარვიდეს მიერ არაწმიდაჲ, არცა იყოს მუნ გზა არაწმიდა. ხოლო განთესულნი ვიდოდიან მას ზედა. არა შესცთეს. |
35:9 |
და არა იყოს მუნ ლომი, არცა მჴეცთა ბოროტთაგანი, არა აღვიდეს მის ზედა, არცა იპოოს მუნ, არამედ ვიდოდიან მას ზედა გამოჴსნილნი და შეკრებულნი უფლისა მიერ. |
35:10 |
მოიქცენ და მოვიდენ სიონად სიხარულისა თანა და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, ქება და მხიარულება და შუება ეწიოს მათ. წარჴდა სალმობა და მწუხარება და სულთქმა. |