44:1 |
ხოლო აწ ისმინე, იაკობ, ყრმაო ჩემო, და ისრაილ, რომელი გამოგირჩიე. |
44:2 |
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ და გამოგზილა შენ მუცლითგან: მერმე შეგეწიო შენ, ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო, იაკობ, და შეყვარებულო ისრაილ, რომელი გამოგირჩიე, |
44:3 |
რამეთუ მე მივსცე წყალი წყურილსა შინა მავალთა შორის ურწყულისა, დავდვა სული ჩემი თესლსა ზედა შენსა და კურთხევანი ჩემნი შვილთა ზედა შენსა. |
44:4 |
და აღმოჰჴდენ, ვითარცა საშუალ წყლისა თივაჲ, და, ვითარცა ძეწნი, წარსადინელსა თანა წყლისასა. |
44:5 |
ესრეთ თქუას: ღმრთისაჲ ვარ. და ესრეთ ჴმა-ყოს სახელსა ზედა იაკობისსა და სხუამან ზედაწარწეროს ჴელითა თჳსითა: ღმრთისაჲ ვარ და სახელსა ზედა ისრაილისსა ჴმა-ყოს. |
44:6 |
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მეფე ისრაჱლისა და მჴსნელი მისი, ღმერთი საბაოთ: მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა გარეშე არა არს ღმერთი. |
44:7 |
ვინ ვარ მე? დადეგინ, უწოდენ და განემზადენ, ოდითგან შევქმენ კაცი საუკუნესა და ზედმომავალნი მიგითხრნედ თქუენ. |
44:8 |
ნუ განჰკჳრდებით, ნუცა დაიბურვით, არა დასაბამითგან ყურად-იღეთ და მიგითხარ თქვენ? მოწამე თქუენ ხართ, უკეთუ არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა? და არა იყვნეს |
44:9 |
მწმასნელნი და მწერალნი ყოველნი ამაო მოქმედნი საწადელთა მათთანი, რომელთა არა არგონ მათ და თქვენვე ხართ მოწამენი მათნი, რამეთუ ვერა ხედვენ და ვერცა გულისხმა-ჰყოფენ, არამედ სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი. |
44:10 |
მწმასნელნი ღმერთთანი და მქანდაკებელნი ურგებსა, |
44:11 |
და ყოველნი, სადათ იქმნეს, განჴმეს და ყრუნი კაცთაგან; შეკრბედ ყოველნი და დადგედ ერთბამად. კდემულ იქმნენ და ჰრცხუენეს ყოველთა ერბამად, |
44:12 |
რამეთუ აღმახუა ხურომან რკინა, ეჩჳთა შექმნა იგი. და სხჳსა მიერ მოხუეწა იგი და შექმნა მკლავისა მიერ ძალისა თჳსისა, და მოემშიოს და მოუძლურდეს და არა სუას წყალი. |
44:13 |
გამომრჩეველმან ხურომან ხისამან აღჰმართა იგი განზომით. და სახოან-ყო იგი, მოწერით შექმნა იგი გამოყურვისა მიერ და შედგმულებისა მიერ შენაწევრა იგი. და შექმნა იგი, ვითარცა მსგავსება მამაკაცისა, და, ვითარცა შუენიერება კაცისა, დადგა იგი სახლსა შინა, |
44:14 |
რომელმან მოჰკუეთნა თავისა თჳსისად ნაძუნი და მოიღო ველისა რკოჲ და მუხაჲ და შეექცა მას. ხე მაღნარისაგან, რომელი დაჰნერგა უფალმან და წჳმამან განაგრძელა, |
44:15 |
რაჲთა იყოს საგზებელ კაცთა. და მომღებელი მისგან განტფა და აღმაგზებელთა შეაცხვნეს პურნი მათ ზედა, ხოლო ნეშტი შექმნეს ღმერთაებად და თაყვანის-სცემენ მათ. |
44:16 |
არა ნახევარი მისი დაწუა ცეცხლითა და შეაცხვნეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი? და შემწუველმან მას ზედა ჴორცისამან ჭამა და განძღა და განმტფარმან თქუა: მეჰამა, რამეთუ განვტეფ და ვიხილე ცეცხლი. |
44:17 |
ხოლო ნეშტი შექმნა ღმერთად ქანდაკებულად და თაყვანის-სცემს მას და ილოცავს მისდამი მეტყუელი: განმარინე მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარ შენ. |
44:18 |
ვერა იგრძნეს ცნობად, რამეთუ დაშვრეს ხედავად თვალებითა მათითა, და გულისხმის-ყოფად გულითა მათითა. |
44:19 |
და არა ისიტყუა სულმან მათმან, არცა აგრძნა ცნობამან, ვითარმედ ნახევარი მისი დაწუა ცეცხლისა მიერ და შეაცხვნა ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი და შემწუველმან ჴორცისამან ჭამა და ნეშტი მისი საძაგელად შექმნა და თაყვანის-სცემენ მას. |
44:20 |
ცნედ, ვითარმედ ნაცარ არს გული მათი და სცთებიან. და ვერვის ძალ-უც განრინება სულისა თჳსისა. იხილეთ, არა სთქუათ, ვითარმედ სიცრუვე არს შორის მარჯუენისა ჩემისა. |
44:21 |
მოიჴსენენ ესენი, იაკობ და ისრაელ, რამეთუ ყრმა ჩემი ხარ შენ. აღგზილე შენ ყმად ჩემდა. და შენ, ისრაჱლ, ნუ დაივიწყებ ჩემსა, |
44:22 |
რამეთუ აჰა, აღვჴოცე, ვითარცა ღრუბელი, უშჯულოებანი შენნი და, ვითარცა ნისლი, ცოდვანი შენნი. მოიქეცი ჩემდამო და გამოგიჴსნა მე შენ. |
44:23 |
იშუებდით ცანი, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ისრაჱლი და ჰნესტუეთ საფუძველთა ქუეყანისათა. ჴმა-ყავთ მთათა მხიარულებაჲ, ბორცუთა და ყოველთა ხეთა მათშორისთა, რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, და ისრაელი იშუებდეს. |
44:24 |
ესრეთ იტყვის უფალი, მჴსნელი შენი და გამომზელი შენი მუცლითგან: მე ვარ უფალი, შემასრულებელი ყოველთა, გარდავართხ ცაჲ მარტომან და დავამყარე ქვეყანა. |
44:25 |
ვინ სხუამან განქარვნა სასწაულნი მუცლითმეზღაპრეთანი და მისნობანი გულითგამონი? მიმაქცეველმან ცნობილთამან მართლუკუნ და განზრახვისა მათისა სულელმყოფელმან, |
44:26 |
და დამადგენელმან სიტყვასა ყრმისა მისისასა და განზრახვასა ანგელოზთა მისთასა ჭეშმარიტმქმნელმან, მეტყუელმან იერუსალიმისამან: მკჳდროან იქმენ! და ქალაქთა იუდეაჲსათამან: აღეშენენით და ოჴერნი მისნი აღმობრწყინდით! |
44:27 |
მეტყუელმან უფსკრულისამან: მოოჴრდი! და მდინარეთა შენთა განვაჴმობ, მეტყუელმან კჳროსისმან: ბრძნობდ! და ნებანი ჩემნი ყვნეს მეტყუელმან ივრუსალიმისამან: აღეშენე! და სახლი წმიდაჲ ჩემი დავაფუძნო. |