21:1 |
ხილვაჲ უდაბნოსა ზღვისა, ვითარცა ნიავქარი უდაბნოსა განვიდეს უდაბნოდ მომავალისა ქვეყანისაგან საშინელისა, ხოლო საშინელ არს ჩუენებაჲ. |
21:2 |
და ფიცხლად მომეთხრა მე: შეურაცხისმყოფელი შეურაცხ-ჰყოფს, უშჯულოქმნილი უშჯულოებს ჩემდამო. ელამიტელნი და მოციქულნი სპარსთანი - ჩემდამო მოვლენ. აწ სულთ-ვითქუნე და ნუგეშინის-ვიცე ჩემ ზედა. |
21:3 |
ამისთჳს აღივსნეს წელნი ჩემნი დაჴსნისა მიერ და სალმობათა შემიპყრეს მე, ვითარცა მშობიერი. ვჰმძლავრე არასმენად, ვისწრაფე არახედვად. |
21:4 |
გული ჩემი შეცთომილ არს, უშჯულოება ჩემი დაანთქამს. სული ჩემი განჰკრთა შიშად. |
21:5 |
განამზადეთ ტაბლაჲ, განამსტურეთ სამსტუროჲ. სუთ, ჭამეთ. აღდგომილთა მთავართა განმზადეთ ფარები. |
21:6 |
რამეთუ ესრეთ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, თავი შენი დაადგინე მსტოარად და, რომელიცა იხილო, მიუთხარ. |
21:7 |
და ვიხილენ მჴედარნი საჴედართა ორთა: მჴედარი ვირისა და მჴედარი აქლემისა. ისმინე სასმენელი მრავალი და მიხადე ურიას სამსტუროდ უფლისა, და თქვა: |
21:8 |
დავდეგ სრულსა შინა დღესა საჴუმილავსა ზედა ჩემსა და ბანაკისა ზედა ჩემისა დავდეგ მე სრულსა ღამესა. |
21:9 |
და აჰა, იგი მოვალს მჴედარი ორბისა. და მიმგებელმან თქვა: დაეცა ბაბილონი და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი და ჴელითქმნულნი მისნი შეიმუსრნეს ქვეყანად მიმართ. |
21:10 |
ისმინეთ დაშთომილთა და სალმობიერთა ისმინეთ, რომელნი მესმნეს უფლისა საბაოთისაგან, რომელნი ღმერთმან ისრაელისამან მომითხრნა ჩვენ. |
21:11 |
სიტყუა იდუმეასა: ჩემდამო ჴმობდ სიერით გამო: სცევდ არდაბაგთა, რასა ჰვალალაებ მცველი ღამითგან? ვთქუ: |
21:12 |
მცველი მოვიდა განთიად და ღამეცა. უკეთუ ეძიებთ, მოიქეცით, მოვედით და ჩემ თანა დაემკვიდრენით მაღნარსა შინა. |
21:13 |
სიტყვა არაბიასათჳს მაღნარსა: მაღნარსა შინა მწუხრი დაიძინონ გზასა ზედა დედანისსა, შემთხუევასა შინა. |
21:14 |
წყურიელსა წყალი მოართვით, დამკჳდრებულთა სოფლისა შორის თემანისსა, პური მიაგებეთ მლტოლვარეთა, |
21:15 |
სიმრავლისათჳს მლტოლვარეთასა და სიმრავლისათჳს ცთომილთასა და სიმრავლისათჳს მახჳლისა და სიმრავლისათჳს მორთხმულთა მშვილდვათაჲსა და სიმრავლისათჳს დაცემულთასა ბრძოლასა შინა, |
21:16 |
რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: მერმეცა წელიწადი, ვითარცა წელიწადი მოსასყიდლისა, მოაკლდეს დიდება ძეთა კედარისა, |
21:17 |
და ნეშტი მშჳლდვათა რისხვისა ძლიერთა ძეთა კედარისათა იყოს მცირე, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაელისამან ესრეთ ზრახა. |