37:1 |
და იყო სმენასა შინა მეფისა ეზეკიაჲსსა, განხეთქნა სამოსელნი თჳსნი და გარემოისხა ძაძაჲ და აღვიდა სახიდ უფლისა. |
37:2 |
და მიავლინა ელიაკიმ გამგე და სომნა მწიგნობარი და მოხუცებულნი მღდელთანი, მორტყმულნი ძაძებითა, ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა წინაწარმეტყუელისა. |
37:3 |
და ჰრქუეს მას: ამათ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ყუედრებისა და მხილებისა და რისხვისა არს დღესისა დღე, რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად. |
37:4 |
შე-თუ-ვითარ-ისმინნეს უფალმან, ღმერთმან შენმან, სიტყუანი რაფსაკისნი, რომელნი მოავლინნა მეფემან ასსურასტანელთამან ყუედრებად ღმრთისა მ.აცხოვრისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელნი ესმნეს უფალსა, ღმერთსა შენსა, და ვედრება-ყავ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა დატევებულთა ამათთჳს. |
37:5 |
და მოვიდეს ყრმანი მეფისა ეზეკიაჲსნი ესაიაჲს მომართ. |
37:6 |
და ჰრქუა მათ ესაიამან: ესრეთ სთქუათ უფლისა მიმართ თქუენისა: ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეშინდები სიტყვათაგან, რომელნი გესმნეს, რომელნი მაყუედრნეს მე მოციქულთა მეფისა ასსურასტანელთასათა. |
37:7 |
აჰა, შევავლინო მისდამი სული, და მსმენელი ამბვისა მიიქცეს სოფლად მისსა და დაეცეს მახჳლითა ქუეყანასა შინა მისსა. |
37:8 |
და მიიქცა რაფსაკი და ეწია მეფესა ასსურასტანელთასა, მო-რაჲ-ეცვა მას ლობნაჲ, და მსმენელ იქმნა მეფე ასსურასტანელთა, რამეთუ ლტოლვილ იქმნა ლაქისით, |
37:9 |
ვითარმედ გამოვიდა თარათა, მეფე ეთიოპელთა, დასხმად მისსა, და მსმენელი შეიქცა და მიავლინნა მიმთხრობნი ეზეკიაჲს მიმართ მეტყუელმან: |
37:10 |
ესრეთ არქუთ ეზეკიასა, მეფესა იუდეასასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი შენი, რომლისა შენ მოსავ ხარ, მისდამი მეტყუელი: არ მიეცეს იერუსალემი ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასასა. |
37:11 |
ანუ არა გესმნეს, რომელნი უყვნეს მეფეთა ასსურასტანელთასა ყოველსა ქუეყანასა, ვითარ წარწყმიდეს? ხოლო შენ განმერეა? |
37:12 |
ნუ განარინნეს იგინი, ღმერთთა წარმართთასა, რომელნი წარწყმიდნეს მამათა ჩემთა: ღოზანი, ხარრანი და რამფისი, რომელნი არიან სოფელსა შინა თეემათისასა. |
37:13 |
სადა არიან მეფენი ემათისანი და არფათისანი? და სადა ქალაქისა სამპფარუიმისანი: ენა და ღავან? |
37:14 |
და მოიღო ეზეკიამან წიგნი მიმთხრობელთაგან და აღმოიკითხა იგი, და აღვიდა სახიდ უფლისა, და განაღო იგი წინაშე უფლისა. |
37:15 |
და ილოცა ეზეკიამან, უფლისა მიმართ მეტყუელმან: |
37:16 |
უფალო საბაოთ, ღმერთო ისრაილისაო, მჯდომარეო ქერუვიმთა ზედა, შენ ხარ ღმერთი მხოლოდ ყოვლისა მეფობისა მსოფლიოსა, შენ შექმნენ ცაჲ და ქუეყანა. |
37:17 |
მოყავ, უფალო, ყური შენი, ისმინე, უფალო! განახუენ, უფალო, თვალნი შენნი, მოიხილე, უფალო, და იხილენ სიტყვანი, რომელნი მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასსურასტანელთამან, ყუედრებად ღმრთისა მაცხოვრისა, |
37:18 |
რამეთუ ნანდვილვე მოაოჴრეს მეფეთა ასსურასტანისათა მკჳდროანი ყოველი და სოფელი მათი |
37:19 |
და შეყარნეს კერპნი მათნი ცეცხლად, რამეთუ არა ღმერთნი იყვნეს, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთასა, ძელ და ქვა, და წარწყმიდნეს იგინი. |
37:20 |
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელისაგან მათისა, რაჲთა ცნას ყოველმან მეფობამან ქუეყანისამან, ვითარმედ შენ მხოლო ხარ ღმერთ. |
37:21 |
და მიივლინა ესაია, ძე ამოსისი, ეზეკიას მიმართ და ჰქვა მას: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: მესმნეს, რომელნი ილოცენ ჩემდამო სენაქირიმისთჳს, მეფისა ასსურასტანელთასა. |
37:22 |
ესე არს სიტყუა, რომელი თქუა მისთჳს ღმერთმან: განგგმო შენ და განგბასრა შენ, ქალწული, ასული სიონისა; შენ ზედა თავი შეხარა, ასულო იერუსალჱმისაო. |
37:23 |
ვის აყუედრე და განაძჳნე, ანუ ვისსა მიმართ აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და არა აღიხუენ სიმაღლედ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა, |
37:24 |
რამეთუ მიმთხრობელთა მიერ აყუედრე უფალსა, რამეთუ შენ სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა მე აღვედ სიმაღლისა მიმართ მთათასა და დასასრულთა მიმართ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძჳსა მისისა, და სიკეთე კვიპაროსისა, და შევედ სიმაღლედ, კერძოთა მაღნარისათა. |
37:25 |
და დავდევ ჴიდი და მოვაოჴრენ წყალნი და ყოველი შესაკრებელი წყლისა. |
37:26 |
არა გესმნეს ესენი ძუელად, რომელნი ვყვენ? მე დღეთათგან პირველთათ განვაწესე, ხოლო აწ განვაჩინე მოოჴრებად ნათესავნი სიმაგრეთა შორის |
37:27 |
და დამკჳდრებულნი შორის ქალაქთა მაგართა, დავაყენენ ჴელნი, და განჴმეს და იქმნეს, ვითარცა თივა ჴმელი ერდოთა ზედა და ვითარცა კლერტი. |
37:28 |
ხოლო აწ განსუენება შენი და გამოსლვა შენი და შესლვა შენი მე უწყი. |
37:29 |
ხოლო გულისწყრომა შენი, რომელსა განსწყერ და სიმწარე შენი აღმოვიდა ჩემდამო, და განვაცუა ხრატუკი ცხჳრსა შენსა და აღვირ პირსა შენსა, და მიგაქციო შენ გზასა, რომელსა მოხუედ მას ზედა. |
37:30 |
ხოლო ესე შენდა სასწაულ: ჭამენ წელიწადსა ამას, რომელნი სთესენ, ხოლო წელიწადსა მეორესა - ნეშტი, ხოლო მესამესა თესეთ და განლეწეთ, და დაჰნერგენით ვენაჴნი და ჭამეთ ნაყოფი მათი. |
37:31 |
და იყვნენ დაშთომილნი იუდეას შინა, განიბან ძირი ქუე და ყვნენ თესლნი ზე. |
37:32 |
რამეთუ იერუსალჱმით გამოვიდენ დაშთომილნი და განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურმან უფლისა საბაოთისამან ყვნეს ესენი. |
37:33 |
ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი მეფესა ზედა ასსურასტანელთასა: არ შემოვიდეს ქალაქსა ამას, არცა სტყორცოს მას ზედა ისარი, არცა ზედადადვას მის ზედა ფარი, არცა ამრგულივოს მის ზედა პატნეზი, |
37:34 |
არამედ გზასა, რომელსა მოვიდა, მის მიერვე მიიქცეს და ქალაქსა ამას შინა არ შემოვიდეს. ამათ იტყჳს უფალი: |
37:35 |
შეწევნა-ყო მწედ ქალაქისა ამის, განრინებად მისსა ჩემთჳს და მათთჳს, მონისა ჩემისა დავითისა. |
37:36 |
და გამოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და მოკლა ბანაკისაგან ასსურასტენელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასეული, და აღდგომილთა განთიად პოვნეს ყოველნი სხეულნი მკუდარნი. |
37:37 |
და უკუნქცეული წარვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, და დაადგრა ნინევს შინა. |
37:38 |
და თაყვანის-ცემასა შინა მისსა შორის სახლსა ასარახ ღმრთისა მისისასა ადრამელიქ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლებითა, ხოლო იგინი განრომილ იქმნეს სომხეთად, და მეფე იქმნა ასორდან, ძე მისი, მის წილ. |