41:1 |
განახლდებოდეთ ჩემდა ჭალაკნი, რამეთუ მთავართა იცვალონ ძალი. მიეახლნედ და იტყოდენ, ერთბამად მაშინ მშჯავრსა მიუთხრობედ. |
41:2 |
ვინ აღადგინა აღმოსავალთაგან სიმართლე? უწოდა მას? ფერჴისფერჴ მისსა ვიდოდის, მისცეს წინაშე მრავალთა ნათესავთასა და მეფენი განაცჳბრნეს და მისცნეს ქუეყანად მახჳლნი მათნი და, ვითარცა ქარქუეტნი, განყრილნი მშჳლდნი მათნი. |
41:3 |
და დევნა-უყოს მათ და განვლოს მშჳდობით გზა ფერჴთა მისთა. |
41:4 |
ვინ იმოქმედნა და ყვნა ესენი? უწოდა მას მწოდებელმან მისმან დასაბამითგან ნათესავთათ, მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე ვარ. |
41:5 |
იხილეს წარმართთა და შეეშინა კიდეთა ქუეყანისათა, მოეახლნეს და მოვიდეს ერთბამად. |
41:6 |
თითოეულნი მშჯელი მოყუასსა და ძმასა თჳსსა შეწევნად, და თქუეს: |
41:7 |
განძლიერდა კაცი ხუროჲ და მჭედელი, მცემელი კუერისა, ერთბამად ჭედდეს, ოდესმე უკუე თქჳს: შებრძვინვა კეთილ არს, განაძლიერნეს იგინი სამსჭუალთა მიერ. დაჰსხმენ მათ და არა შეიძრნენ, |
41:8 |
ხოლო შენ, ისრაილ, ყრმა ჩემი ხარ. იაკობ, რომელი გამოვირჩიე, თესლი აბრაჰამისი, რომელი შევიყვარე, |
41:9 |
რომელსა შევეწიე, კიდეთაგან ქუეყანისათა და სამსტუროთაგან მისთა გიწოდე შენ და გარქუ: შენ ყრმა ჩემი ხარ, გამოგირჩიე შენ, და არ დაგიტეო შენ. |
41:10 |
ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ. ნუ შესცთები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, და შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯუენითა მართლითა ჩემითა. |
41:11 |
აჰა, ჰრცხუენეს და ჰკდემეს ყოველთა წინააღმდგომთა შენთა, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და წარწყმდენ ყოველნი წინმოსაჯულნი შენნი. |
41:12 |
იძინე იგინი და ვერ ჰპოვნე კაცნი უცნობელქმნილნი შენდამი, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და არა იყვნენ წინააღმდგომ მბრძოლნი შენნი, |
41:13 |
რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ. |
41:14 |
ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, იაკობ, შემცირებულო ისრაილ. მე შეგეწიე შენ, - იტყჳს ღმერთი, მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილ. |
41:15 |
აჰა, გყავ შენ, ვითარცა თვალნი ურმისანი, მლეწველნი ახალთანი ხერხისსახედ, და განჰლეწო მთაჲ და დააწულილნე ბორცუნი და, ვითარცა მტუერი, დასხნე. |
41:16 |
და განჰფიწლნე, და ქარმან აღიხუნეს იგინი და ნიავმან განაბნიეს იგინი, ხოლო შენ იშუებდე წმიდათა შორის ისრაილისათა. |
41:17 |
და იხარებდენ გლახაკნი ნაკლულევანნი, რამეთუ ეძიებდენ წყალსა, და არა იყოს; ენა მათი წყურილისაგან განჴმა. მე, უფალმან ღმერთმან, მე შევისმინო, ღმერთმან ისრაილისამან, და არ დაუტევენ იგინი, |
41:18 |
არამედ აღვახუნე მთათა ზედა მდინარენი და საშუალ ველთასა წყარონი, შევქმნა უდაბნო მწყურნებად და ქუეყანა წყურიელი წყლისსადინელთა შორის. |
41:19 |
დავდვა ურწყულსა ქუეყანასა ნაძჳ, და ბზაჲ მჳრსინი და კჳპაროსი და ვერხჳ, |
41:20 |
რაჲთა იხილონ და ცნან და გულისხმა-ყონ და ზედმიიწინენ ერთბამად, ვითარმედ ჴელმან უფლისამან ქმნნა ესენი, და წმიდამან ისრაჱლისამან აჩუენნა. |
41:21 |
მოახლებულ არს საშჯელი თქუენი, - იტყჳს უფალი ღმერთი, მოეახლნეს განზრახვანი თქუენნი, - იტყჳს მეფე იაკობისი. |
41:22 |
მოგეახლნედ და მიგითხრნედ თქუენ, რომელნი შეგემთხჳნენ თქუენ, ანუ პირველნი რანი იყვნეს, თქუთ, და ზედმივაწიოთ გონებაჲ და ვცნათ, რანი უკუანასკნელნი და ზედმომავალნი? |
41:23 |
მითხრენით ჩვენ, მიუთხრენით ზედმომავალნი უკანასკნელისა ზე და ვცნათ, ვითარმედ ღმერთნი ხართ, ქველის-მყოფლობდით და მეძჳრეობდით, და დაგჳკჳრდეს და ვიხილოთ ერთბამად, ვითარმედ ვინა ხართ თქუენ, |
41:24 |
და ვინა საქმიერობანი თქუენნი? ქუეყანისაგან საძაგელნი გამოგირჩინა თქუენ. |
41:25 |
ხოლო მე აღვადგინო ბღუარით გამო და მზისაღმოსავალთათ გამო, იწოდნენ სახელითა ჩემითა, მოვიდოდედ მთავარნი და, ვითარცა თიჴა მეკეცისა, და, ვითარცა მეკეცე დამრთგუნველი თიჴისა, ეგრეთ დაითრგუნნეთ, |
41:26 |
რამეთუ ვინ მიუთხრობს დასაბამისათა? რაჲთა ვცნნეთ და წინასწარღა ეიტყოდით, ვითარმედ: ჭეშმარიტ არს. არა არს პირველ მეტყუელი, არცა მსმენელი თქუენთა სიტყვათა. |
41:27 |
დასაბამი სიონსა მივსცე და იერუსალჱმსა ნუგეშინის-ვსცე გზასა ზედა, |
41:28 |
რამეთუ წარმართთაგან, აჰა, არც ერთი, და კერპთაგან მათთა არა იყო მიმთხრობი. და უკუეთუ ვჰკითხო მათ: ვინ ხართ? არა მომიგონ მე, |
41:29 |
რამეთუ არიან მოქმედნი თქუენნი და ამაოდ შემაცთუნებელნი თქუენნი. |