კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ესაია »
ესაია 1
ესაია 2
ესაია 3
ესაია 4
ესაია 5
ესაია 6
ესაია 7
ესაია 8
ესაია 9
ესაია 10
ესაია 11
ესაია 12
ესაია 13
ესაია 14
ესაია 15
ესაია 16
ესაია 17
ესაია 18
ესაია 19
ესაია 20
ესაია 21
ესაია 22
ესაია 23
ესაია 24
ესაია 25
ესაია 26
ესაია 27
ესაია 28
ესაია 29
ესაია 30
ესაია 31
ესაია 32
ესაია 33
ესაია 34
ესაია 35
ესაია 36
ესაია 37
ესაია 38
ესაია 39
ესაია 40
ესაია 41
ესაია 42
ესაია 43
ესაია 44
ესაია 45
ესაია 46
ესაია 47
ესაია 48
ესაია 49
ესაია 50
ესაია 51
ესაია 52
ესაია 53
ესაია 54
ესაია 55
ესაია 56
ესაია 57
ესაია 58
ესაია 59
ესაია 60
ესაია 61
ესაია 62
ესაია 63
ესაია 64
ესაია 65
ესაია 66

« ესაია 7 [BIB - xx] »
7:1 და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, აღმოვიდა რაასონ, მეფე არამისა და ფაკე, ძე რომაელისი, მეფისა ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად მისსა, და ვერ შეუძლეს გამოღება მისი.
7:2 და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა: შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ.
7:3 და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად აქაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი, საბანელსა თანა ზენასა, გზისა აგარაკისა მმურკნველისასა.
7:4 და არქუ მას: დაიცევ დაწყნარებულად და ნუ გეშინინ, ნუცა მოუძლურდებინ სული შენი ორთაგან შეშათა, მუგუზთა ამათ მკუმოლვარეთა, რამეთუ ოდეს რისხვა გულისწყრომისა ჩემისა იქმნეს, კუალად განეკურნო და ძემან არამისმან და ძემან რომაელისმან.
7:5 განიზრახეს განზრახვაჲ ბოროტი შენთჳს, მეტყუელთა:
7:6 აღვიდეთ იუდეად და შეზრახებულთა მათთა მოვაქცინეთ იგინი ჩუენდამო და მეფე მათდა ვყოთ ძე ტაბავეელისი.
7:7 ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს განზრახვაჲ ესე, არცა იყოს;
7:8 არამედ თავი არამისსა - დამასკოჲ და თავი დამასკოსა - რაასინ, არამედ სამეოცთადახუთთა წელიწადთა ზე მოაკლდეს მეფობა ეფრემისი ერისაგან.
7:9 და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.
7:10 და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:
7:11 ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.
7:12 და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.
7:13 და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?
7:14 ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.
7:15 ერბოსა და თაფლსა ჭამდეს პირველ, ანუ ცნობამდე მისსა, ანუ წინააღრჩევად ბოროტისა გამოირჩიოს კეთილი;
7:16 რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი და დაშთომილ იქმნეს ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა.
7:17 არამედ მოაწინეს უფალმან შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი აროდეს მოიწინეს დღითგან, რომლით განეჴუა ეფრემ იუდაჲსგან, მეფე ასსურასტანელთა.
7:18 და იყოს მას დდესა შინა: მოუწოდს უფალი მწერთა, რომელნი უფლებენ კვრძოსა ზედა მდინარისა ეგჳპტისასა, და ფუტკარსა, რომელ არს სოფელსა ასსურასტანელთასა.
7:19 და შევიდენ და განისუენონ ყოველთა ჴევნებთა შინა სოფლისათა და ნაპრალებსა შორის კლდეთასა და ქუაბთა შინა და ყოველთა დანახეთქთა და ქუეშე ყოველსა ხესა.
7:20 მას დღესა შინა აყჳნვიოს უფალმან საყჳნველთა დიდთა და განმწმედელთა წიაღ კერძო მდინარესა მეფისა ასურასტანელთასა, თავი და თმანი ფერჴთანი და წუერი მოუღოს.
7:21 და იყოს მას დღესა შინა: განზარდოს კაცმან დიაკეული ზროხათა და ორნი ცხოვარნი.
7:22 და იყოს სავსედ ქმნისაგან სძისა, ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ყოველი დაშთომილი ქუეყანასა ზედა.
7:23 და იყოს მას დღესა შინა ყოველი ადგილი, სადაცა, უკეთუ იყვნენ ათასნი ვენაჴნი ათასთა სიკილათანი, კორდად იყვნენ და ეკლად.
7:24 ისრებისა თანა და მშჳლდისა შევიდენ მუნ, რამეთუ კორდ და ეკლებ იყოს ყოველი ქუეყანა:
7:25 და ყოველი მთა მოჴნვით მოიჴნას, და არა ზედა მივიდეს მუნ შიში, რამეთუ იყოს სიკორდისაგან და ეკლისა საძოვარ ცხოვრისა და დასათრგუნველ ზროხისა.

© 2010, გია შერვაშიძე