105:1 |
აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. |
105:2 |
ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? |
105:3 |
ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა. |
105:4 |
მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა, |
105:5 |
რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა. |
105:6 |
ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ. |
105:7 |
მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა. |
105:8 |
და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი; |
105:9 |
და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა; |
105:10 |
და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთასა; |
105:11 |
და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა. |
105:12 |
და ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა და აქებდეს ქებულებასა მისსა. |
105:13 |
ისწრაფეს და დაივიწყეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა. |
105:14 |
და გულმან უთქუა გულისთქმაჲ უდაბნოსა შინა და განცადეს ღმერთი ურწყულსა შინა. |
105:15 |
და მოსცა მათ თხოვა მათი და მოუვლინა სავსებაჲ სულსა მათსა. |
105:16 |
და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაჲ უფლისაჲ. |
105:17 |
განეპო ქუეყანაჲ და დანთქა დათან და დაფარნა ბანაკი აბირონისი; |
105:18 |
და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი. |
105:19 |
და ქმნეს ჴბოჲ ქორებს და თაყუანი-სცეს კერპსა მას; |
105:20 |
და ცვალეს დიდებაჲ მათი მსგავსად ჴბოსა მის თივისმჭამელისა. |
105:21 |
და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოვარისა მათისა, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგჳპტეს შინა, |
105:22 |
საკჳრველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა. |
105:23 |
და თქუა მოსრვა მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა, გარემიქცევად გულისწყრომა მისი, რათამცა არა მოსრნა იგინი. |
105:24 |
და შეურაცხ-ყვეს ქუეყანა იგი გულისსათქმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა; |
105:25 |
დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ. |
105:26 |
და აღიღო ჴელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა |
105:27 |
და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის. |
105:28 |
და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართა. |
105:29 |
და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემა. |
105:30 |
და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვა; |
105:31 |
და შეერაცხა მას სიმართლედ და თესლითი თესლადმდე მიუკუნისამდე. |
105:32 |
და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთჳს, |
105:33 |
რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თჳსითა. |
105:34 |
და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან. |
105:35 |
და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი; |
105:36 |
და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ; |
105:37 |
და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა. |
105:38 |
და დასთხიეს სისხლი უბრალო, სისხლი ძეთა და ასულთა მათთა, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა |
105:39 |
და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა. |
105:40 |
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ერსა თჳსსა ზედა და მოიძაგა სამკჳდრებელი თჳსი; |
105:41 |
და მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა, დაეუფლნეს მათ მოძალენი მათნი; |
105:42 |
და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ჴელსა მათსა. |
105:43 |
მრავალგზის იჴსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უსჯულოებითა მათითა. |
105:44 |
და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისა; |
105:45 |
და მოიჴსენა აღთქმისა თჳსისა და შეინანა მრავლითა წყალობითა თჳსითა; |
105:46 |
და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა. |
105:47 |
მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რათა აუაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქებოდით ჩუენ ქებულებითა შენითა. |
105:48 |
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ. დიდება |