57:1 |
დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს |
57:2 |
ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყჳთ, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო; |
57:3 |
და რამეთუ გულსა შინა უსჯულოებასა იქმთ, ქუეყანასა ზედა სიცრუესა ჴელნი თქუენნი ნივთებენ. |
57:4 |
უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან, შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუესა. |
57:5 |
გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა და ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი, |
57:6 |
რომელმან არა ისმინა ჴმაჲ მსახრვალისა და წამლისა მწამლველისაგან ბრძნისა. |
57:7 |
ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქუნა უფალმან. |
57:8 |
შეურაცხ იქმნენ იგინი, ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუეს მშჳლდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ. |
57:9 |
ვითარცა ცჳლი რა დადნის, ეგრეთ მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე. |
57:10 |
ვიდრე არა თანა იყო ეკალთა თქუენთა ძეძჳ, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი. |
57:11 |
იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა. |
57:12 |
და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისა; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანას ზედა. დიდება |