131:1 |
მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი, |
131:2 |
ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა: |
131:3 |
უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვჴდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა, |
131:4 |
ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და გასუენებაჲ ჴორცთა ჩემთა, |
131:5 |
ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი. |
131:6 |
ესერა, გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა. |
131:7 |
შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი. |
131:8 |
აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა; |
131:9 |
მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ. |
131:10 |
დავითისთჳს, მონისა შენისა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა. |
131:11 |
ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა. |
131:12 |
და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა. |
131:13 |
რამეთუ გამოირჩია ღმერთმან სიონი და სათნო-იყო სამკჳდრებელად თჳსა: |
131:14 |
ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე. |
131:15 |
ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა. |
131:16 |
მღდელთა მისთა შევმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ. |
131:17 |
მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა. |
131:18 |
მტერთა მისთა შევმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი. |