115:1 |
მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. |
115:2 |
და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. |
115:3 |
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე? |
115:4 |
სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. |
115:5 |
ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. |
115:6 |
პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. |
115:7 |
ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა; |
115:8 |
განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი, შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო. |
115:9 |
ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა |
115:10 |
ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱმ! |