კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ფსალმუნები »
ფსალმუნები 1
ფსალმუნები 2
ფსალმუნები 3
ფსალმუნები 4
ფსალმუნები 5
ფსალმუნები 6
ფსალმუნები 7
ფსალმუნები 8
ფსალმუნები 9
ფსალმუნები 10
ფსალმუნები 11
ფსალმუნები 12
ფსალმუნები 13
ფსალმუნები 14
ფსალმუნები 15
ფსალმუნები 16
ფსალმუნები 17
ფსალმუნები 18
ფსალმუნები 19
ფსალმუნები 20
ფსალმუნები 21
ფსალმუნები 22
ფსალმუნები 23
ფსალმუნები 24
ფსალმუნები 25
ფსალმუნები 26
ფსალმუნები 27
ფსალმუნები 28
ფსალმუნები 29
ფსალმუნები 30
ფსალმუნები 31
ფსალმუნები 32
ფსალმუნები 33
ფსალმუნები 34
ფსალმუნები 35
ფსალმუნები 36
ფსალმუნები 37
ფსალმუნები 38
ფსალმუნები 39
ფსალმუნები 40
ფსალმუნები 41
ფსალმუნები 42
ფსალმუნები 43
ფსალმუნები 44
ფსალმუნები 45
ფსალმუნები 46
ფსალმუნები 47
ფსალმუნები 48
ფსალმუნები 49
ფსალმუნები 50
ფსალმუნები 51
ფსალმუნები 52
ფსალმუნები 53
ფსალმუნები 54
ფსალმუნები 55
ფსალმუნები 56
ფსალმუნები 57
ფსალმუნები 58
ფსალმუნები 59
ფსალმუნები 60
ფსალმუნები 61
ფსალმუნები 62
ფსალმუნები 63
ფსალმუნები 64
ფსალმუნები 65
ფსალმუნები 66
ფსალმუნები 67
ფსალმუნები 68
ფსალმუნები 69
ფსალმუნები 70
ფსალმუნები 71
ფსალმუნები 72
ფსალმუნები 73
ფსალმუნები 74
ფსალმუნები 75
ფსალმუნები 76
ფსალმუნები 77
ფსალმუნები 78
ფსალმუნები 79
ფსალმუნები 80
ფსალმუნები 81
ფსალმუნები 82
ფსალმუნები 83
ფსალმუნები 84
ფსალმუნები 85
ფსალმუნები 86
ფსალმუნები 87
ფსალმუნები 88
ფსალმუნები 89
ფსალმუნები 90
ფსალმუნები 91
ფსალმუნები 92
ფსალმუნები 93
ფსალმუნები 94
ფსალმუნები 95
ფსალმუნები 96
ფსალმუნები 97
ფსალმუნები 98
ფსალმუნები 99
ფსალმუნები 100
ფსალმუნები 101
ფსალმუნები 102
ფსალმუნები 103
ფსალმუნები 104
ფსალმუნები 105
ფსალმუნები 106
ფსალმუნები 107
ფსალმუნები 108
ფსალმუნები 109
ფსალმუნები 110
ფსალმუნები 111
ფსალმუნები 112
ფსალმუნები 113
ფსალმუნები 114
ფსალმუნები 115
ფსალმუნები 116
ფსალმუნები 117
ფსალმუნები 118
ფსალმუნები 119
ფსალმუნები 120
ფსალმუნები 121
ფსალმუნები 122
ფსალმუნები 123
ფსალმუნები 124
ფსალმუნები 125
ფსალმუნები 126
ფსალმუნები 127
ფსალმუნები 128
ფსალმუნები 129
ფსალმუნები 130
ფსალმუნები 131
ფსალმუნები 132
ფსალმუნები 133
ფსალმუნები 134
ფსალმუნები 135
ფსალმუნები 136
ფსალმუნები 137
ფსალმუნები 138
ფსალმუნები 139
ფსალმუნები 140
ფსალმუნები 141
ფსალმუნები 142
ფსალმუნები 143
ფსალმუნები 144
ფსალმუნები 145
ფსალმუნები 146
ფსალმუნები 147
ფსალმუნები 148
ფსალმუნები 149
ფსალმუნები 150

« ფსალმუნები 77 [BIB - xx] »
77:1 ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.
77:2 აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა.
77:3 რაოდენი გუესმა და ვცანით იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ.
77:4 არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა.
77:5 და აღდგა საწამებელად იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაჱლსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა,
77:6 რათა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა;
77:7 რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათა და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.
77:8 რათა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან, რომელმან არა წარიმართა გული თჳსი, არცა სარწმუნო-ყო ღმრთისა თანა სული თჳსი.
77:9 ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.
77:10 არა იმარხეს მათ აღთქმა ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ.
77:11 და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთა და საკჳრველებათა მისთა, რომელ უჩუენნა მათ
77:12 წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.
77:13 განაღო ზღუაჲ და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა.
77:14 და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისათა.
77:15 განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.
77:16 გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.
77:17 და შე-ღავე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.
77:18 და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს.
77:19 და იდრტჳნეს ღმრთისაჲ და თქუეს: ნუ უძლოსმეა ღმერთმან განმზადებად ტაბლა უდაბნოსა შინა?
77:20 ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განმზადებად ტაბლა ერსა თჳსსა?
77:21 ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღტყდა იაკობსა შორის, და რისხვა აღჴდა ისრაჱლსა ზედა;
77:22 რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.
77:23 და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა.
77:24 და უწჳმა მათ მანანა საჭმლად და პური ცათა მოსცა მათ;
77:25 და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.
77:26 აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა ჩრდილო.
77:27 და აწჳმა მათ ზედა, ვითარცა მიწა, ჴორცი და, ვითარცა ქჳშა ზღუათა - ფრინველნი ფრთოვანნი.
77:28 და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოს კარვებსა მათსა.
77:29 და ჭამეს და განძღეს ფრიად, და გულისთქმა მათი მოსცა მათ;
77:30 და არა ჴუებულ იქმნნეს იგინი გულისთქმისა მათისაგან: იყოღა საჭმელი პირსა მათსა,
77:31 და რისხვა ღმრთისაჲ აღჴდა მათ ზედა, მოსწყჳდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაჱლისანი დაამჴუნა.
77:32 ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა ღა არა ჰრწმენა საკჳრველებათა მისთა.
77:33 და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.
77:34 რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ.
77:35 და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს.
77:36 და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.
77:37 ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქმასა მისსა.
77:38 არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნეს და განამრავლა გარემიქცევად გულისწყრომა მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.
77:39 და მოიჴსენა, რამეთუ ჴორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.
77:40 რაოდენგზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა, განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა!
77:41 და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაჲ იგი ისრაჱლისა განამწარეს.
77:42 არა მოიჴსენნეს ჴელისა მისისა დღესა მას, რომელსაცა იჴსნნა იგინი ჴელისაგან მაჭირვებელთა მათთასა;
77:43 ვითარ-იგი დასხნა ეგჳპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნაშნი მისნი ველსა მას ტანეოსსა;
77:44 და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წჳმანი მათნი, რაჲთა არა სუან;
77:45 მიავლინა მათდა ძაღლისმწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.
77:46 და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა;
77:47 მოსრა სეტყჳთა ვენაჴები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთჳლითა;
77:48 მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა;
77:49 მიავლინა მათდა რისხვა გულისწყრომისა მისისა, გულისწყრომა და რისხვაჲ და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.
77:50 გზა-უყო ალაგთა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთასა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.
77:51 და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა ეგჳპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;
77:52 და წარმოუმართა, ვითარცა ცხოვარსა, ერსა თჳსსა და აღიყვანა იგი, ვითარცა სამწყსო, უდაბნოდ.
77:53 და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.
77:54 და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;
77:55 და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკჳდრებისათა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაჱლისა.
77:56 და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს;
77:57 და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშჳლდად ელმად;
77:58 განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურვებდეს მას.
77:59 ესმა ღმერთსა და უგულებელს-ყო და შეურაცხ-ყო ფრიად ისრაჱლი.
77:60 და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკჳდრებულ იყო შორის კაცთა.
77:61 და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ჴელთა მტერისათა;
77:62 და შეაყენა მახჳლსა ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი უგულებელს-ყო;
77:63 ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.
77:64 მღდელნი მათნი მახჳლითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.
77:65 და განიღჳძა, ვითარცა მძინარემან, უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღჳნოსა.
77:66 და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.
77:67 განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;
77:68 არამედ გამოირჩია მან თესლი იუდასი და მთა სიონი, რომელ შეიყუარა.
77:69 და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.
77:70 და გამოირჩია მან დავით, მონა თჳსი, და შეიწყნარა იგი სამწყსოსაგან ცხოვართასა; და ცხოვართა მუცელქმულთაგან გამოიყვანა იგი
77:71 მწყსად იაკობ მონისა თჳსისა და ისრაჱლ სამკჳდრებელისა თჳსისა.
77:72 და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისათა და გონიერებითა ჴელითა მისთათა უძღოდა მათ. დიდება.

© 2010, გია შერვაშიძე