4:1 |
დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი დავითის |
4:2 |
ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისა. |
4:3 |
ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოება და ეძიებთ სიცრუესა? |
4:4 |
გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ. |
4:5 |
განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. |
4:6 |
შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა. მრავალთა თქუან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი? |
4:7 |
გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო. მოეც სიხარული გულსა ჩემსა, |
4:8 |
ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს. |
4:9 |
მშჳდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, |
4:10 |
რამეთუ შენ, უფალმან, მხოლო სასოებით დამამკჳდრე მე. |