140:1 |
უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი. |
140:2 |
წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე, აღპყრობაჲ ჴელთა ჩემთა მსხურეპლ სამწუხროდ. |
140:3 |
დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა. |
140:4 |
ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა. |
140:5 |
მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვა ჩუენი ნებასა მათსა. |
140:6 |
დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმინენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან; |
140:7 |
ვითარცა სისქე მიწისა განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა. |
140:8 |
რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიიღებ სულსა ჩემსა. |
140:9 |
მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უსჯულოებასა. |
140:10 |
შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლო ვარი მე, ვიდრემდის თანაწარვჰჴდე? |