20:1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი |
20:2 |
უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად. |
20:3 |
გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთა არა დააკლე მას. |
20:4 |
რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა. |
20:5 |
დიღ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდად შუენიერებაჲ დაადგ მას ზედა; |
20:7 |
რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაჲთა არა იძრას. |
20:9 |
იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძალენი შენნი. |
20:11 |
რამეთუ დაასხნე იგინი, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისა ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი. |
20:11 |
ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან. |
20:12 |
რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად. |
20:13 |
რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი. |
20:14 |
ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა. |