53:1 |
დასასრულსა, გალობათა შინა გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა, |
53:2 |
რაჟამს მოვიდეს ზეფელნი და ჰრქუეს საულს: აჰა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის |
53:3 |
ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე. |
53:4 |
ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი. |
53:5 |
რამეთუ უცხონი აღდგს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა. |
53:6 |
აჰა, ესერა, ღმერთი მწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა. |
53:7 |
მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი. |
53:8 |
და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუვარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ; |
53:9 |
რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიჴსენ მე და მტერთა ჩემთა იხილა თუალმან ჩემმან. |