კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ფსალმუნები »
ფსალმუნები 1
ფსალმუნები 2
ფსალმუნები 3
ფსალმუნები 4
ფსალმუნები 5
ფსალმუნები 6
ფსალმუნები 7
ფსალმუნები 8
ფსალმუნები 9
ფსალმუნები 10
ფსალმუნები 11
ფსალმუნები 12
ფსალმუნები 13
ფსალმუნები 14
ფსალმუნები 15
ფსალმუნები 16
ფსალმუნები 17
ფსალმუნები 18
ფსალმუნები 19
ფსალმუნები 20
ფსალმუნები 21
ფსალმუნები 22
ფსალმუნები 23
ფსალმუნები 24
ფსალმუნები 25
ფსალმუნები 26
ფსალმუნები 27
ფსალმუნები 28
ფსალმუნები 29
ფსალმუნები 30
ფსალმუნები 31
ფსალმუნები 32
ფსალმუნები 33
ფსალმუნები 34
ფსალმუნები 35
ფსალმუნები 36
ფსალმუნები 37
ფსალმუნები 38
ფსალმუნები 39
ფსალმუნები 40
ფსალმუნები 41
ფსალმუნები 42
ფსალმუნები 43
ფსალმუნები 44
ფსალმუნები 45
ფსალმუნები 46
ფსალმუნები 47
ფსალმუნები 48
ფსალმუნები 49
ფსალმუნები 50
ფსალმუნები 51
ფსალმუნები 52
ფსალმუნები 53
ფსალმუნები 54
ფსალმუნები 55
ფსალმუნები 56
ფსალმუნები 57
ფსალმუნები 58
ფსალმუნები 59
ფსალმუნები 60
ფსალმუნები 61
ფსალმუნები 62
ფსალმუნები 63
ფსალმუნები 64
ფსალმუნები 65
ფსალმუნები 66
ფსალმუნები 67
ფსალმუნები 68
ფსალმუნები 69
ფსალმუნები 70
ფსალმუნები 71
ფსალმუნები 72
ფსალმუნები 73
ფსალმუნები 74
ფსალმუნები 75
ფსალმუნები 76
ფსალმუნები 77
ფსალმუნები 78
ფსალმუნები 79
ფსალმუნები 80
ფსალმუნები 81
ფსალმუნები 82
ფსალმუნები 83
ფსალმუნები 84
ფსალმუნები 85
ფსალმუნები 86
ფსალმუნები 87
ფსალმუნები 88
ფსალმუნები 89
ფსალმუნები 90
ფსალმუნები 91
ფსალმუნები 92
ფსალმუნები 93
ფსალმუნები 94
ფსალმუნები 95
ფსალმუნები 96
ფსალმუნები 97
ფსალმუნები 98
ფსალმუნები 99
ფსალმუნები 100
ფსალმუნები 101
ფსალმუნები 102
ფსალმუნები 103
ფსალმუნები 104
ფსალმუნები 105
ფსალმუნები 106
ფსალმუნები 107
ფსალმუნები 108
ფსალმუნები 109
ფსალმუნები 110
ფსალმუნები 111
ფსალმუნები 112
ფსალმუნები 113
ფსალმუნები 114
ფსალმუნები 115
ფსალმუნები 116
ფსალმუნები 117
ფსალმუნები 118
ფსალმუნები 119
ფსალმუნები 120
ფსალმუნები 121
ფსალმუნები 122
ფსალმუნები 123
ფსალმუნები 124
ფსალმუნები 125
ფსალმუნები 126
ფსალმუნები 127
ფსალმუნები 128
ფსალმუნები 129
ფსალმუნები 130
ფსალმუნები 131
ფსალმუნები 132
ფსალმუნები 133
ფსალმუნები 134
ფსალმუნები 135
ფსალმუნები 136
ფსალმუნები 137
ფსალმუნები 138
ფსალმუნები 139
ფსალმუნები 140
ფსალმუნები 141
ფსალმუნები 142
ფსალმუნები 143
ფსალმუნები 144
ფსალმუნები 145
ფსალმუნები 146
ფსალმუნები 147
ფსალმუნები 148
ფსალმუნები 149
ფსალმუნები 150

« ფსალმუნები 17 [BIB - xx] »
17:1 დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და ჴელთაგან საულისთა და თქუა.
17:2 შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო.
17:3 ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი.
17:4 ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.
17:5 გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
17:6 სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
17:7 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.
17:8 და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.
17:9 აჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან.
17:10 და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.
17:11 და აღჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აღფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.
17:12 და დადვა ბნელი საფარველად მისა ღა გარემოს მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.
17:13 ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუა და ნაბერწყალი ცეცხლისა.
17:14 და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.
17:15 მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.
17:16 და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.
17:17 გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.
17:18 მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.
17:19 მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.
17:20 და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე.
17:21 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა მომაგოს მე.
17:22 რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;
17:23 რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.
17:24 და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
17:25 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა წინაშე თუალთა მისთა.
17:26 წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო,
17:27 და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო.
17:28 რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;
17:29 რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;
17:30 რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა.
17:31 ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოჴურვებულ; შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას.
17:32 რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?
17:33 ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი;
17:34 განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.
17:35 განსწავლენ ჴელნი ჩვმნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი.
17:36 და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.
17:37 ფართო-ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.
17:38 ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.
17:39 ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა.
17:40 და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.
17:41 და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.
17:42 ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ უფლისა მიმართ და არა ისმინა მათი.
17:43 და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიჴაჲ უბნისა დავთრგუნნე იგინი.
17:44 მიჴსნე მე მჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა;
17:45 ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი;
17:46 შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.
17:47 ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისა.
17:48 ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა, და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე. მჴსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა
17:49 და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიჴსნე მე.
17:50 ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.
17:51 განადიდე ცხორებაჲ მეფისა და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. დიდება

© 2010, გია შერვაშიძე