83:1 |
დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი |
83:2 |
ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! |
83:3 |
ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა. |
83:4 |
და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახელი და გურიტმან ბუდე თჳსი, სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. |
83:5 |
ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ. |
83:6 |
ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვა |
83:7 |
ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა, |
83:8 |
და რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს. |
83:9 |
უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო. |
83:10 |
მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა. |
83:11 |
რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა. |
83:12 |
რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაჲ მოსცეს ღმერთმან; |
83:13 |
უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ. |