134:1 |
აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა. |
134:2 |
რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. |
134:3 |
აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ; |
134:4 |
რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად. |
134:5 |
რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა; |
134:6 |
ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა; |
134:7 |
აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა; |
134:8 |
რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე; |
134:9 |
გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა; |
134:10 |
რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი: |
134:11 |
სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი; |
134:12 |
და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა. |
134:13 |
უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე. |
134:14 |
რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს. |
134:15 |
კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი. |
134:16 |
პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ, |
134:17 |
ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა. |
134:18 |
ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას |
134:19 |
სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, |
134:20 |
სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა. |
134:21 |
კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს. |