135:1 |
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი. |
135:2 |
აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ. |
135:3 |
აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე. |
135:4 |
რომელმან ქმნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე. |
135:5 |
რომელმან ქმნა ცანი გულისჴმის-ყოფით რამეთუ... |
135:6 |
რომელმან დაამტკიცა ქუეყანა წყალთა ზედა, რამეთუ... |
135:7 |
რომელმან ქმნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, |
135:8 |
მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უ... |
135:9 |
მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ... |
135:10 |
რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოთურთ თჳსით, რამეთუ... |
135:11 |
და გამოიყვანა ისრაჱლი შორის მისსა, რამეთუ... |
135:12 |
ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ... |
135:13 |
რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად და განიყვანა ისრაჱლი შორის მისა, რამეთუ უ... |
135:15 |
და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უ... |
135:16 |
რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ რამეთუ... |
135:17 |
რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ... |
135:18 |
და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ... |
135:19 |
სეონ, მეფე ამორეველთა, რამეთუ... |
135:20 |
და ოგ, მეფე ბასანისა, რამეთუ... |
135:21 |
და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, რამეთუ... |
135:22 |
სამკჳდრებელად ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, |
135:23 |
რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ... |
135:24 |
და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ... |
135:25 |
რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უ... |
135:26 |
აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ... |