19:1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი |
19:2 |
შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი. |
19:3 |
მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ჴელი აღგიპყარნ შენ; |
19:4 |
მოიჴსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლადდასაწველნი შენნი განაპოხენ. |
19:5 |
მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვა შენი აღგისრულენ. |
19:6 |
ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა ჩუენ განვდიდნეთ; |
19:7 |
აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაჲ შენი. აწ გულისჴმა-ყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თჳსი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაჲ მარჯუენისა მისისა. |
19:8 |
ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. |
19:9 |
იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით. |
19:10 |
უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ. დიდება |