114:1 |
შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა. |
114:2 |
მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას. |
114:3 |
გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოვე. |
114:4 |
და სახელსა უფლისასა ვხადე: |
114:5 |
ჵ, უფალო, იჴსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩემი მწყალობელ. |
114:6 |
დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. |
114:7 |
მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ, |
114:8 |
რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან. |
114:9 |
სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდება |