89:1 |
უფალო, შესავედრებელ-მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე. |
89:2 |
პირველ მთათა დაბადებადმდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამღე შენ ხარ. |
89:3 |
ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო. |
89:4 |
რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა. |
89:5 |
წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარჴდეს, |
89:6 |
განთიად აღყუავდეს და წარჴდეს, მწუხრი დაჭნეს, და განჴმეს და დაცჳვეს. |
89:7 |
რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულისწყრომითა შენითა შევძრწუნდით. |
89:8 |
დასხენ უსჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხორებაჲ ჩუენი - ნათელსა პირისა შენისასა. |
89:9 |
რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს. |
89:10 |
დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომა და სალმობაჲ; რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშჳდე, და ჩუენ განვისწავლენით. |
89:11 |
ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისა და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაჲ? |
89:12 |
მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა - სიბრძნე შენი. |
89:13 |
მოიქეც, უფალო! ვიდრემდის? და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა. |
89:14 |
აღვივსენით ჩუენ ცისკარს წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ |
89:15 |
ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლეს ჩუენ და წელთა, ვიხილეთ ჩუენ ძჳრი. |
89:16 |
და მოხედენ მონათა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა. |
89:17 |
და იყავნ ნათელი უფლისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა და ქმნული ჴელთა ჩუენთა წარგჳმართე. |