138:1 |
უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; |
138:2 |
შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი, |
138:3 |
შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ. |
138:4 |
და ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა ჩემსა; |
138:5 |
აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისა, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი. |
138:6 |
საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას. |
138:7 |
ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი? |
138:8 |
აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; |
138:9 |
აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა, |
138:10 |
და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. |
138:11 |
და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. |
138:12 |
რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა დღე, განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. |
138:13 |
რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან. |
138:14 |
აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. |
138:15 |
არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა. |
138:16 |
რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს ნაკლულოვანებაჲ მათ შორის. |
138:17 |
ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. |
138:18 |
აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ. |
138:19 |
უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან. |
138:20 |
რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამავოებითა ქალაქნი შენნი. |
138:21 |
ანუ არა მოძალენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკაფდი? |
138:22 |
სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნეს მე. |
138:23 |
განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე მე და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი. |
138:24 |
და იხილე, არს თუ გზაჲ უსჯულოებისა ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა. |