84:1 |
დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი |
84:2 |
გთნდა, უფალო, ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუჱ იაკობისი. |
84:3 |
მიუტევენ უსჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი. |
84:4 |
დააცხრვე ყოველი გულისწყრომა შენი, მოაქციე რისხვისაგან გულისწყრომისა შენისა. |
84:5 |
მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარეწარაქციე რისხვაჲ შენი ჩუენგან. |
84:6 |
ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე. |
84:7 |
ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი. |
84:8 |
მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი მომეც ჩუენ. |
84:9 |
ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ იტყოდის იგი მშჳდობასა ერისა თჳსისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ. |
84:10 |
რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაჲ მისი დამკჳდრებად დიდებაჲ მისი ქუეყანასა ჩუენსა. |
84:11 |
წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს-უყვეს. |
84:12 |
ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა. |
84:13 |
და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაჲ, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი. |
84:14 |
სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვა თჳსი. დიდებაჲ |