106:1 |
აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, |
106:2 |
თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი |
106:3 |
აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ. |
106:4 |
შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისა არა პოეს; |
106:5 |
ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი |
106:7 |
და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა. |
106:8 |
აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა, |
106:9 |
რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა, |
106:10 |
მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა, |
106:11 |
რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვა მაღლისა განარისხეს; |
106:12 |
და დამდაბლდა შრომითა გული მათი, მოუძლურდეს და არა ვინ იყო მწე მათდა. |
106:13 |
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი |
106:14 |
და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა. |
106:15 |
აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა, |
106:16 |
რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა. |
106:17 |
შეეწია მათ გზისა მისგან უსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს; |
106:18 |
ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა. |
106:19 |
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნა იგინი. |
106:20 |
მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნნა იგინი და იჴსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა. |
106:21 |
აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა, |
106:22 |
და შეწირედ მისა მსხუერპლი ქებისა და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით. |
106:23 |
რომელნა შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა, |
106:24 |
მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკჳრველებანი მისნი ღრმათა შინა. |
106:25 |
თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარსა, და ამაღლდეს ღელვანი მისნი; |
106:26 |
აღვლენან ცამდე, შთავლენან უფსკრულამდე; და სული მათი ძჳრთა შინა დადნებოდა, |
106:27 |
შეშფოთნეს და შეძრწუნდეს, ვითარცა მთრვალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა. |
106:28 |
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი. |
106:29 |
და უბრძანა ნიავქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი; |
106:30 |
და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა. |
106:31 |
აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა. |
106:32 |
აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას. |
106:33 |
დასხნა მდინარენი ოჴრად და გამოსავალნი წყალთანი - წყურიელად, |
106:34 |
ქუეყანა ნაყოფიერი - ბიცად უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა. |
106:35 |
დადვა უდაბნო ტბად წყალთა და ქუეყანა ურწყული - გამოსადინელად წყალთა; |
106:36 |
დაამკჳდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალიქები საყოფელად მათდა, |
106:37 |
და ითესეს ყანები და დაასხეს ვენაჴები და ყვეს ნაყოფი იფქლისა. |
106:38 |
და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა. |
106:39 |
და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძჳრთასა და სალმობისა. |
106:40 |
მიეფინა შეურაცხებაჲ მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არაგზასა. |
106:41 |
და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა, ვითარცა ცხოვარსა, ტომებსა მათსა. |
106:42 |
იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უსჯულოებამან დაიყოს პირი თჳსი. |
106:43 |
ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისჴმა-ყუნეს წყალობანი უფლისანი? დიდება |