9:1 |
დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი |
9:2 |
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი, |
9:3 |
ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო. |
9:4 |
რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა. |
9:5 |
რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო. |
9:6 |
შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
9:7 |
მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით; |
9:8 |
და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თჳსი. |
9:9 |
და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. |
9:10 |
ვყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა. |
9:11 |
და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. |
9:12 |
უგალობდეთ უფალსა, რომვლი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. |
9:13 |
რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა. |
9:14 |
მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, |
9:15 |
რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; |
9:16 |
ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი. |
9:17 |
განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ჴელითა თჳსთაჲთა შეიპყრა ცოდვილი. |
9:18 |
მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაჲ. |
9:19 |
რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენა დავრდომილთა არა წარწყმდეს სრულიად. |
9:20 |
აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე. |
9:21 |
დაადგინე, უფალო, სჯულისმდებელ მათ ზედა; გულისჴმა-ყვედ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან. |
9:22 |
რადმე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამთა ოდენ ჭირისასა? |
9:23 |
ამპარტავანებასა უღმრთოთასა შეიწვინ გლახაკი; შეპყრობილ იყვნენ იგინი ზრახვათა მათთგან, რომელთაცა ზრახვენ. |
9:24 |
რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდვილი გულისთქუმათა შინა სულისა თჳსისათა და უღმრთოჲ იკურთხევინ. |
9:25 |
განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულისწყრომითა მისითა არა გამოიძიოს; |
9:26 |
არა არს ღმერთი წინაშე მისსა. ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ. |
9:27 |
რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თჳნიერ ძჳრისა. |
9:28 |
წყევითა და სიმწარითა და ზაკვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაჲ და სალმობაჲ. |
9:29 |
დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოსა; |
9:30 |
თუალნი მისნი გლახაკსა ხედვენ; მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა; |
9:31 |
მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა. |
9:32 |
რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არახილვად სრულიად. |
9:33 |
აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. |
9:34 |
რადმე განარისხა უღმრთომან ღმერთი? - რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა გამოიძიოს. |
9:35 |
ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რათამცა მოგეცა შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე. |
9:36 |
შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისა; იძიოს ცოდვაჲ მისი და არა იპოვოს. |
9:37 |
უფალი მეფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით. |
9:38 |
ნებაჲ გლახაკთა ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი, |
9:39 |
განკითხვად ობოლისა და გლახაკისა, რათა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა. |