149:1 |
ალელუაჲ |
149:2 |
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა. |
149:3 |
აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას, |
149:4 |
რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა. |
149:5 |
იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. |
149:6 |
ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა; |
149:7 |
და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, |
149:8 |
შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა; |
149:9 |
ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა. |