61:1 |
დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი დავითისი |
61:2 |
ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი? რამეთუ მის მიერ არს ცხორებაჲ ჩემი. |
61:3 |
და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, და მე არა შევირყიო უფროს. |
61:4 |
ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა? |
61:5 |
ხოლო პატივისა ჩემისა იზრახეს განშორებაჲ და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკუეთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს. |
61:6 |
გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენა ჩემი, |
61:7 |
და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი, და მე არა შევირყიო. |
61:8 |
ღმრთისა მიმართ არს ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისა და სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ. |
61:9 |
ესევდით მას ყოველი კრებული ერისა, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს. |
61:10 |
ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა, და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას. |
61:11 |
ნუ ესავთ სიცრუესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა. |
61:12 |
ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისაჲ არს სიმტკიცე. |
61:13 |
და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ. |