108:1 |
დასასრულსა, დავითის ფსალმუნი |
108:2 |
ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა; |
108:3 |
და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად. |
108:4 |
სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ. |
108:5 |
და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა. |
108:6 |
დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა; |
108:7 |
საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას. |
108:8 |
იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. |
108:9 |
იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ. |
108:10 |
შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. |
108:11 |
აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი. |
108:12 |
ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთა; |
108:13 |
იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, და ნათესავსა შინა ერთსა აღიჴოცენ სახელი მისი. |
108:14 |
აიჴსენედ უსჯულოებაჲ მამათა მისთა წინაშე უფლისა, და ცოდვა დედისა მისისა ნუ აღიჴოცებინ. |
108:15 |
იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, |
108:16 |
და მოისპედ ქუეყანით საჴსენებელი მათი ამის წილ, რამეთუ არა მოიჴსენა მან ყოფა წყალობისა |
108:17 |
და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად. |
108:18 |
და შეიყუარა წყევა, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან. და შეიმოსა წყევა, ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა, ვითარცა წყალი, ნაწლევთა მისთა და, ვითარცა ზეთი, ძუალთა მისთა; |
108:19 |
ეყავნ მას, ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და, ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს. |
108:20 |
ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძჳრსა სულისა ჩემისასა. |
108:21 |
და შენ, უფალო, უფალო, ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი. |
108:22 |
მიჴსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის. |
108:23 |
და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე, ვითარცა მკალთა. |
108:24 |
მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ჴორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ. |
108:25 |
და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა, მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი. |
108:26 |
შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. |
108:27 |
და ცნედ, რამეთუ ჴელი შენი ესე არს, და შენ, უფალო, ჰყავ ესე. |
108:28 |
იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონა შენი იხარებდეს. |
108:29 |
შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ, ვითარცა ორკეცი, სირცხჳლი მათი. |
108:30 |
აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას, |
108:31 |
რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რათა იჴსნას მდევართაგან სული ჩემი. დიდებაჲ |