24:1 |
შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. |
24:2 |
ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, |
24:3 |
ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. |
24:4 |
ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. |
24:5 |
მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. |
24:6 |
მოიჴსენე მოწყალებათა შენთა, უფალო, და წყალობანი შენნი, რამვთუ საუკუნითგან არიან. |
24:7 |
ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო. |
24:8 |
რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი გზასა. |
24:9 |
უძღუეს მშჳდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი. |
24:10 |
ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. |
24:11 |
სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს. |
24:12 |
ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა; |
24:13 |
სულმან მისმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანა. |
24:14 |
ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ. |
24:15 |
თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი. |
24:16 |
მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე. |
24:17 |
იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. |
24:19 |
იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე. |
24:20 |
იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ. |
24:21 |
უმანკონი და წრფელნი შემომეყუნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო. |
24:22 |
იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთგან ჭირთა მისთა. |