92:1 | უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას. |
92:2 | განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. |
92:3 | აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათ აღდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა. |
92:4 | ჴმითა წყალთა მრავალთა საკჳრველ არიან განცხრომანი ზღჳსანი; საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი სარწმუნო იქმნნეს ფრიად; |
92:5 | სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა. |