54:1 |
დასასრულსა, გალობათა შინა, გულისჴმის-ყოფისთჳს ფსალმუნი დავითისა |
54:2 |
ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა. |
54:3 |
მომხედენ და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი |
54:4 |
ჴმითა მტერისათა და ჭირითა ცოდვილისათა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უსჯულოებითა და რისხვით მითქმიდეს მე. |
54:5 |
გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისა დამეცა ჩემ ზედა. |
54:6 |
შიში და ძრწოლა მომიჴდა მე და დამფარა მე ბნელმან. |
54:7 |
და ვთქუ: ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, ავფრინდე მე და განვისუენო. |
54:8 |
ესერა, განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა. |
54:9 |
მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლებისაგან და ნიავქარისა. |
54:10 |
დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უსჯულოებაჲ და ჴდომა ქალაქსა შინა. |
54:11 |
დღე და ღამე გარემოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უსჯულოებაჲ და სიცრუჱ და შრომა შორის მათსა. |
54:12 |
და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკვა. |
54:13 |
რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი. და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან. |
54:14 |
ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინამძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო, |
54:15 |
რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა. |
54:16 |
მოვედინ სიკუდილი მათ ზედა, ცოცხლივ შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაჲ იყო სამკჳდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა. |
54:17 |
მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი; |
54:18 |
მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდე და ესმეს ჴმისა ჩემისა. |
54:19 |
იჴსენ სული ჩემი მშჳდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყუნეს იგინი ჩემ თანა. |
54:20 |
ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა. |
54:21 |
მიყო ჴელი მისი, რაჲთამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი. |
54:22 |
განიყვნეს იგინი რისხვითა პირისა მისისათა და მიეახლნეს გულნი მათნი. ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრისპირნი. |
54:23 |
მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა. |
54:24 |
ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰჴადნე იგინი მღჳმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაჲ |