80:1 |
დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ასაფისი ფსალმუნი |
80:2 |
უგალობდეთ ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებით ღმრთისა იაკობისა. |
80:3 |
აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა |
80:4 |
დაჰბერეთ ახლის თჳსთავთა ნესტჳთა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა. |
80:5 |
რამეთუ ბრძანებაჲ არს ესე ისრაჱლისა და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი. |
80:6 |
წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით; ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა; |
80:7 |
განაშორნა ტჳრთსა ბჭენი მისნი და ჴელნი მისნი გოდრითა მონებასა. |
80:8 |
ჭირსა მხადე მე, და გიჴსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისათა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა. |
80:9 |
ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაჱლო, ისმინო თუ ჩემი, |
80:10 |
არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთო, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა. |
80:11 |
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე. |
80:12 |
და ერმან ჩემმან არა ისმინა ჴმისა ჩემისა და ისრაჱლი მე არა მერჩდა. |
80:13 |
და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულითა მათთასა, რათა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა. |
80:14 |
უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაჱლი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო, |
80:15 |
ვითარცა არა რაჲთამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა ზედა და-მცა-მედგა ჴელი ჩემი. |
80:16 |
მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყო ჟამი მათი საუკუნოდ. |
80:17 |
და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი. დიდება. |