76:1 |
დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი ასაფისი |
76:2 |
ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ და მომხედნა მე. |
76:3 |
დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ჴელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემა სულსა ჩემსა. |
76:4 |
მოვიჴსენე ღმრთისაჲ და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულმოკლე იქმნა სული ჩემი. |
76:5 |
მიეწიფნეს საჴმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდი. |
76:6 |
ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიჴსენენ. და ვიწურთიდ |
76:7 |
ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი. |
76:8 |
ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე, |
76:9 |
ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი, აღასრულა სიტყუაჲ მისი თესლითი თესლამდე? |
76:10 |
ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყალებაჲ მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა? |
76:11 |
და ვთქუა: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მაღლისა. |
76:12 |
მოვიჴსენე საქმეთა უფლისათა, რამეთუ მოვიჴსენო მე დასაბამითგან საკჳრველებათა შენთა. |
76:13 |
და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე. |
76:14 |
ღმერთო, წმიდასა შინა არს გზა შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი? |
76:15 |
შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი; |
76:16 |
და იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი. |
76:17 |
გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი |
76:18 |
ოხრითა წყალთათა. ჴმაჲ მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან. |
76:19 |
ჴმაჲ ქუხილისა შენისა ურმისთუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაჲ. |
76:20 |
ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ. |
76:21 |
უძეღუ, ვითარცა ცხოვარსა, ერსა შენსა ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა. დიდებაჲ |