86:1 |
ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა, საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა. |
86:2 |
უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა. |
86:3 |
დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო. |
86:4 |
მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ. |
86:5 |
დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. |
86:6 |
უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა. |
86:7 |
ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს. |