65:1 |
დასასრულსა, გალობაჲ ფსალმუნისა აღდგომისათჳს |
65:2 |
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა. უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა. |
65:3 |
არქუთ ღმერთსა, რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი. |
65:4 |
ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო. |
65:5 |
მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროს ძეთა კაცთასა, |
65:6 |
რომელი გარდააქცევს ზღუასა ჴმელად, მდინარესა წიაღჴდენ ფრჴივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ, |
65:7 |
რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თჳსით. |
65:8 |
აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ-ყავთ ჴმაჲ ქებისა მისისა, |
65:9 |
რომელმან დადვა სული ჩემი ცხორებად და არა სცა ძრვა ფერჴთა ჩემთა. |
65:10 |
რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი. |
65:11 |
შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა. |
65:12 |
ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, |
65:13 |
და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი, |
65:14 |
რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა. |
65:15 |
საკუერთხები ტჳნოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები. |
65:16 |
მოვედით, და ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა. |
65:17 |
მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა. |
65:18 |
სიცრუესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი. |
65:19 |
ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა ვედრებისა ჩემისასა. |
65:20 |
კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა წყალობაჲ მისი ჩემგან. |