59:1 |
დასასრულსა, ცვალებადთათჳს; მერმეცა ძეგლისწერა დავითისი სამოძღურებელად |
59:2 |
რაჟამს-იგი მოწუა შუამდინარე ასურეთისა და ასურეთი სუბაკაჲ და მოაქცია იოაბ, და დასცა ედომი ჴევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი |
59:3 |
ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამჴუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ. |
59:4 |
შეარყიე ქუეყანა და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაჲ მისი, რამეთუ შეიძრა. |
59:5 |
უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღჳნოჲ ლმობიერებისა. |
59:6 |
მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშჳლდისა, |
59:7 |
რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. |
59:8 |
ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; განვიხარო და განვყო სიკიმა და ღელე იგი საყოფელთა განვზომო. |
59:9 |
ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისა; იუდა, მეუფჱ ჩემი, |
59:10 |
მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიადმდე წარვიმართო სლვა ჩემი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს. |
59:11 |
ვინ მომიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე, |
59:12 |
არა თუ შენ, ღმერთო, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? |
59:13 |
მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ კაცისა. |
59:14 |
ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი. |