8:1 |
დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ფსალმუნი დავითისი |
8:2 |
უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა. |
8:3 |
პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რათამცა დაიჴსნა მტერი იგი და შურისმგებელი. |
8:4 |
რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. |
8:5 |
რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას? |
8:6 |
დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი. |
8:7 |
და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, |
8:8 |
ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე, |
8:9 |
მერმეცა და პირუტყუნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა. |
8:10 |
უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა. დიდებაჲ |