წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი პირველი | ||
10:1 | წიგნი ვნახე‚ მისი იყო‚ ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: «ნუ დაიჩენ‚ ლომო‚ წყლულსა! მე შენი ვარ‚ ნუ მოჰკვდები‚ მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა. |
[377] |
10:2 | ბედითი ბნედა‚ სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს‚ საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია‚ აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია! |
[378] |
10:3 | შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია‚ მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხვდომია‚ ძოღან ხელქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია‚ მანდა ყველაი მასმია‚ რაცა შენ გარდაგხდომია. |
[379] |
10:4 | მართლად გითხრობ‚ მომისმინე ესე‚ რაცა მოგახსენე: წა‚ შეები ხატაელთა‚ თავი კარგად გამაჩვენე! გიჯობს‚ ცუდად ნუღარა სტირ‚ ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს‚ აჰა‚ ბნელი გაგითენე!» |
[380] |
10:5 | ასმათი მეუბნებოდა უშიშრად‚ არ მეკრძალვოდა; ჩემი რა გითხრა‚ რა ვიყავ‚ ლხინი რა დამეთვალვოდა! გული მი და მო მიარდა‚ კრთებოდა და მემალვოდა; მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა“. |
[381] |