ლოცვა ავთანდილისა | ||
28:1 | ილოცავს‚ იტყვის: „მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო‚ ზოგჯერ მომცემო პატიჟთა‚ ზოგჯერ კეთილთა მზათაო‚ უცნაურო და უთქმელო‚ უფალო უფლებათაო‚ მომეც დათმობა სურვილთა‚ მფლობელო გულისთქმათაო! |
[813] |
28:2 | ღმერთო‚ ღმერთო‚ გეაჯები‚ რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა‚ შენ დაჰბადე მიჯნურობა‚ შენ აწესებ მისსა წესსა‚ მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა‚ ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა‚ მისგან ჩემთვის დანათესსა! |
[814] |
28:3 | ღმერთო‚ ღმერთო მოწყალეო‚ არვინ მივის შენგან კიდე‚ შენგან ვითხოვ შეწევნასა‚ რაზომსაცა გზასა ვვლიდე; მტერთა ძლევა‚ ზღვათა ღელვა‚ ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე‚ გმსახურებდე‚ შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე“. |
[815] |
28:4 | რა ილოცა‚ ცხენსა შეჯდა‚ მალვით კარნი გაიარნა‚ შერმადინცა დააბრუნვა‚ თუცა ვამნი ადიადნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს‚ საბრალომან ცრემლნი ღვარნა; პატრონისა ვერამჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა! |
[816] |