შველა ტარიელისაგან ფრიდონისა | ||
22:1 | მოჯობდა‚ ომი შეეძლო‚ ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი-კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ხმდა‚ მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა‚ მებრძოლთა დამსაჯარისა. |
[614] |
22:2 | მათი მესმა დაპირება‚ ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მომეგება‚ არა ვიცი‚ შვიდი თუ რვა. ფიცხლა ზედა შევეჯახე‚ მათ დაიწყეს ამოდ ცურვა; ქუსლი შევეც‚ დაუქციე‚ დაიზახნეს დიაცურ «ვა». |
[615] |
22:3 | კვლა სხვასა‚ მივე‚ მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა‚ ზღვასა დავანთქენ‚ დავხოცენ‚ ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს‚ მიმართეს მათ-მათსა საქულბაგესა‚ ვინცა მიჭვრეტდეს‚ უკვირდა‚ მაქებდეს‚ არ მაძაგესა. |
[616] |
22:4 | ზღვა გავიარეთ‚ გავედით‚ შემოგვიტიეს ცხენია‚ კვლა შევიბენით‚ შეიქმნნეს ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე‚ იგი ალვისაც ხენია. |
[617] |
22:5 | თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა‚ ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს‚ იგი ასრე ასაპყარნა‚ მოიტანნა მხარდაკრულნი‚ ერთმან ორნი არ დაყარნა‚ მათნი ყმანი გაამტირლნა‚ მისნი სპანი ამაყარნა. |
[618] |
22:6 | მათნი ლაშქარნი გაგვექცეს‚ ვეცენით‚ გა-ცა-ვფანტენით; ფიცხლად წაუღეთ ქალაქი‚ არ თავნი გავაზანტენით; ქვითა დავლეწეთ წვივები‚ ჩვენ იგი გავანატენით. მომკალ‚ თუ ლარი დალიოთ ან აკიდებით‚ ან ტენით. |
[619] |
22:7 | ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა‚ თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა‚ მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქვეს‚ თუ: «ღმერთსა მადლი‚ ვინ ალვისა ხენი ასხნა!» |
[620] |
22:8 | მივედით‚ მოქალაქეთა ზარი ჩნდა‚ რომე ზმიდიან‚ აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან‚ გვითხრობდეს: «მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!» |
[621] |
22:9 | ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთმეფობით‚ თვით თავსა მათსა – მონად და ჩემსა ყველასა – სეფობით; დაღრეჯით ვიყავ‚ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდსა მკრეფობით‚ ჩემი ვერ ცნიან ამბავი‚ მუნ იყო არ იეფობით“. |
[622] |